პუტინი „ვალდაის“ სესიაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2023
გამოწერა
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ყოველწლიური სხდომის მეოცე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
არსებული ცნობით, სხდომის თემაა „სამართლიანი მრავალპოლარულობა: როგორ უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და განვითარება ყველასთვის“.
წელს „ვალდაის“ კლუბის შეხვედრა სოჭში იმართება 2-დან 5 ოქტომბრამდე. კრემლის პრეს-სპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინის გამოსვლა შუადღისთვის იგეგმება.
2022 წელს „ვალდაის“ შეხვედრა მოსკოვში გაიმართა. მისი თემა იყო „სამყარო ჰეგემონიის შემდეგ: სამართლიანობა და უსაფრთხოება ყველასთვის". მაშინ პუტინმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დასავლეთის მხარდაჭერით კიევის რეჟიმმა საჯაროდ თქვა უარი მინსკის შეთანხმებებზე, ხოლო ნატოს გაფართოება რუსეთისთვის მიუღებელია. მისი თქმით, მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებში არა რუსეთი, არამედ დასავლეთია დამნაშავე, და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად მზადაა.
ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი არის პოლიტიკური მეცნიერების, ეკონომიკის, ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს წამყვანი უცხოელი და რუსი ექსპერტების გაერთიანება. კლუბი 2004 წლის სექტემბერში შეიქმნა სააგენტო „რია ნოვოსტის“, საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის საბჭოს, გაზეთ Moscow Times-ისა და ჟურნალების — „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ და Russia Profile-ის ინიციატივით.
ყველა ახალი ამბავი
0