პესკოვი: „ვალდაის“ ფორუმზე პუტინის სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2023
გამოწერა
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსვლა „ვალდაის“ ფორუმზე იქნება ძალიან შინაარსიანი და ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, საერთაშორისო ტურბულენტობის პირობებში, განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

„რა თქმა უნდა, ასეთი გამოსვლა, მით უმეტეს, „ვალდაის“ საიუბილეო ყოველწლიური შეხვედრის პლენარულ სესიაზე, თავისთავად ღირსშესანიშნავია. თანაც არსებული საერთაშორისო პირობები, საერთაშორისო ტურბულენტობა, ტრანზიტული გადასვლა — ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საშუალებას გვაძლევს, რომ პრეზიდენტისგან ძალიან, ძალიან შინაარსობრივ და ძალიან მნიშვნელოვან გამოსვლას ველოდოთ“, — განაცხადა მან.

წელს „ვალდაის“ კლუბის შეხვედრა სოჭში 2-დან 5 ოქტომბრამდე იმართება. პუტინი ტრადიციულად ხვდება მის მონაწილეებს და გამოდის ვრცელი სიტყვით, შემდეგ კი ექსპერტების შეკითხვებს პასუხობს.
ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი არის პოლიტიკური მეცნიერების, ეკონომიკის, ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს წამყვანი უცხოელი და რუსი ექსპერტების გაერთიანება. კლუბი 2004 წლის სექტემბერში შეიქმნა სააგენტო „რია ნოვოსტის“, საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის საბჭოს, გაზეთ Moscow Times-ისა და ჟურნალების — „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ და Russia Profile-ის ინიციატივით.
ყველა ახალი ამბავი
0