https://sputnik-georgia.com/20231005/turizmis-erovnuli-administracia-espanetsi-gastronomiuli-turizmis-forumsi-monawileobs-282987501.html
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში გასტრონომიული ტურიზმის ფორუმში მონაწილეობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში გასტრონომიული ტურიზმის ფორუმში მონაწილეობს
Sputnik საქართველო
ფორუმის მონაწილეები ეცნობიან ქართულ ტურისტულ პროდუქტებს, კულინარიულ და ღვინის ტურისტულ მიმართულებებს. 05.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-05T18:12+0400
2023-10-05T18:12+0400
2023-10-05T20:43+0400
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმი
ქართული სამზარეულო
გემრიელი სამზარეულო
ესპანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24455/66/244556605_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_4a9558a85baf29f0c0deeb6f326ba0c8.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში გასტრონომიული ტურიზმის ფორუმში იღებს მონაწილეობას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გასტრონომიული ტურიზმის რიგით მე-8 ფორუმი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით იმართება. ფორუმის მხარდამჭერია ბასკეთის კულინარიული სკოლა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა, ფორუმზე განიხილება კავშირი სოფლის მეურნეობას, გასტრონომიასა და ტურიზმს შორის. სამი დღის განმავლობაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს პანელური სესიები და პრეზენტაციები. ფორუმის ფარგლებში განიხილება ურთიერთკავშირი სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს შორის, გასტრონომიული მარშრუტები და სხვა საკითხები, ასევე იმართება ტექნიკური ვიზიტები გასტროტურიზმის ობიექტებზე. უწყების ცნობით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს ხვდებიან.
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24455/66/244556605_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_ecb93f3c3b8669df7677a6d127dd5096.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი, ქართული სამზარეულო , გემრიელი სამზარეულო, ესპანეთი
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი, ქართული სამზარეულო , გემრიელი სამზარეულო, ესპანეთი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში გასტრონომიული ტურიზმის ფორუმში მონაწილეობს
18:12 05.10.2023 (განახლებულია: 20:43 05.10.2023) ფორუმის მონაწილეები ეცნობიან ქართულ ტურისტულ პროდუქტებს, კულინარიულ და ღვინის ტურისტულ მიმართულებებს.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში გასტრონომიული ტურიზმის ფორუმში იღებს მონაწილეობას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასტრონომიული ტურიზმის რიგით მე-8 ფორუმი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით იმართება. ფორუმის მხარდამჭერია ბასკეთის კულინარიული სკოლა.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა, ფორუმზე განიხილება კავშირი სოფლის მეურნეობას, გასტრონომიასა და ტურიზმს შორის.
„საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს – მსოფლიოში ადგილი დაიმკვიდროს, როგორც გასტრონომიული, ტურისტული პროდუქტების ერთ-ერთმა მოწინავე ქვეყანამ. ამ მიზნით ჩვენ ესპანეთში, ბასკეთში ვეცნობით მათ კულტურას, თუ როგორ ჩამოყალიბდა ეს ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე სასურველ მიმართულებად", – აღნიშნა ომიაძემ.
სამი დღის განმავლობაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს პანელური სესიები და პრეზენტაციები. ფორუმის ფარგლებში განიხილება ურთიერთკავშირი სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს შორის, გასტრონომიული მარშრუტები და სხვა საკითხები, ასევე იმართება ტექნიკური ვიზიტები გასტროტურიზმის ობიექტებზე.
უწყების
ცნობით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს ხვდებიან.