თბილისში 8 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2023
გამოწერა
გაზმომარაგება სრულად 6 ოქტომბრის 16:00 საათამდე აღდგება.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. მთაწმინდის რაიონში 8 ათასამდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი" ავრცელებს.
გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი ზამთრის სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით გაზის მიწოდების გასაუმჯობესებლად საჭირო სარეაბილიცატიო სამუშაოებია, მათ შორის გაზის მარეგულირებელი პუნქტის მოწესრიგება.
კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება შეეზღუდება როგორც მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას, ისე ამ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სამოქალაქო ობიექტებს.
კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება მოსახლეობას 5 ოქტომბრის 22:00 საათიდან შეუწყდება. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 6 ოქტომბრის 10:00 საათიდან და დასრულდება 16:00 საათამდე.
ქუჩების სრული ჩამონათვალი, სადაც გაზმომარაგება შეწყდება, „თბილისი ენერჯის" ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
ყველა ახალი ამბავი
0