https://sputnik-georgia.com/20231005/tbilisma-afxazetsi-rusuli-bazis-gantavsebaze-sesfoteba-gamotqva-282989569.html
თბილისმა აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების თაობაზე შეშფოთება გამოთქვა
თბილისმა აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების თაობაზე შეშფოთება გამოთქვა
Sputnik საქართველო
ოფიციალურმა თბილისმა აფხაზეთში რუსეთის ხელისუფლების გეგმები დაგმო. 05.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-05T16:22+0400
2023-10-05T16:22+0400
2023-10-05T19:43+0400
საქართველო
აფხაზეთი
ცხინვალის რეგიონი
ახალი ამბები
რუსეთი
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/93/234329334_0:11:1500:855_1920x0_80_0_0_bfe0d0e93ae6bdd43ebc23da2a4b3d63.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ხელისუფლების გეგმებთან დაკავშირებით – განათავსოს დამატებითი სამხედრო ბაზა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად რეგიონში – აფხაზეთში. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უფრო ადრე განაცხადა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო და სამხედრო-საზღვაო ბაზების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს. მისი თქმით, შესაბამის შეთანხმებას მოსკოვსა და სოხუმს შორის უკვე მოეწერა ხელი. უწყებამ რუსეთს მოუწოდა, დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები და შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
აფხაზეთი
ცხინვალის რეგიონი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/93/234329334_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_57427d1e636108ee7c4aae6a807310b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ახალი ამბები, რუსეთი, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ახალი ამბები, რუსეთი, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
თბილისმა აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების თაობაზე შეშფოთება გამოთქვა
16:22 05.10.2023 (განახლებულია: 19:43 05.10.2023) ოფიციალურმა თბილისმა აფხაზეთში რუსეთის ხელისუფლების გეგმები დაგმო.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ხელისუფლების გეგმებთან დაკავშირებით – განათავსოს დამატებითი სამხედრო ბაზა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად რეგიონში – აფხაზეთში.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უფრო ადრე განაცხადა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო და სამხედრო-საზღვაო ბაზების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს. მისი თქმით, შესაბამის შეთანხმებას მოსკოვსა და სოხუმს შორის უკვე მოეწერა ხელი.
„მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას", – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარებში.
უწყებამ რუსეთს მოუწოდა, დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები და შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.