https://sputnik-georgia.com/20231005/tbilisi-saarqivo-pilmebis-meore-festivals-maspinzlobs-282972265.html
თბილისი საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
თბილისი საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
Sputnik საქართველო
ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს დააფუძნა. წლევანდელი ფესტივალის თემაა „კინოარქივების საგანძური“. 05.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-05T11:55+0400
2023-10-05T11:55+0400
2023-10-05T16:04+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
არქივი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23860/56/238605615_0:162:3065:1886_1920x0_80_0_0_4701f73cd8425b640daca0a4a139598c.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიოს 15 ქვეყნის საარქივო და კინოინსტიტუციაში დაცული 38 დოკუმენტური, მხატვრული თუ ანიმაციური ფილმი იქნება ნაჩვენები, იუწყება ეროვნული არქივი.საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი 4 ოქტომბერს გაიხსნა ქართული დოკუმენტური ფილმით „საქართველოს კურორტები“. „საქართველოს კურორტები“ – 1930 წელს რეჟისორ ედუარდ სუპატაშვილის მიერ გადაღებული სარეკლამო ხასიათის ფილმია. იგი მოგვითხრობს საქართველოს ისეთ სამკურნალო და დასასვენებელ კურორტებზე, როგორებიცაა ბორჯომი, აბასთუმანი, წყალტუბო, ახტალა, ბაკურიანი და სხვ.5-7 ოქტომბერს საფესტივალო დღეებში მაყურებელი იხილავს ბელგიის სამეფო კინოარქივში, გერმანიის ფედერალურ არქივში, გერმანიის კინოს ინსტიტუტში, ჩეხეთის, პერუს, ჩრდილოეთ მაკედონიის კინოთეკებში, პორტუგალიისა და ტურინის კინოს მუზეუმებში, ესტონეთის, პოლონეთის, ბულგარეთის კინოარქივებში, აშშ-ისა და მალტის ეროვნულ არქივებში დაცულ ალფრედ მაჩინის, დუშან ვუკოტიჩის, იან ნემეკის, ლეიდა ლაიუსის, ალბრეხტ ვიქტორ ბლუმის, ელა ბერგმან მიშელის, ძმები მანაკების, რეინალდო ფერეირას, ჯიმი მურაკამის, რობერტ სიოდმაკისა და სხვათა რეჟისორობით 1909-1975 წლებში გადაღებულ საარქივო ფილმებს.ქართული პროგრამის მეორე ფილმი – „მსოფლიო ტაშს უკრავს“, რომელიც 7 ოქტომბერს ფესტივალს დახურავს, გიორგი ასათიანმა 1960 წელს საქართველოს ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილების“ შესახებ გადაიღო. ფილმში ნაჩვენებია ანსამბლის საკონცერტო გამოსვლები ლონდონში, პარიზში, რომში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ბოგოტაში, მეხიკოში, ჰავანასა და მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებში. ფილმში ასევე ნაჩვენებია ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ღირსშესანიშნაობები, რომლებსაც ანსამბლის წევრები სტუმრობდნენ.ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს დააფუძნა. წლევანდელი ფესტივალის თემაა „კინოარქივების საგანძური“.საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, კინოსტუდია „ქართული ფილმის“, ასევე ფესტივალში მონაწილე საზღვარგარეთის ქვეყნების კინოინსტიტუციების წარმომადგენლები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23860/56/238605615_168:0:2897:2047_1920x0_80_0_0_d546c4b313bd3802733874b97a2eaa69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, არქივი , ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, არქივი , ახალი ამბები
თბილისი საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
11:55 05.10.2023 (განახლებულია: 16:04 05.10.2023) ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს დააფუძნა. წლევანდელი ფესტივალის თემაა „კინოარქივების საგანძური“.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიოს 15 ქვეყნის საარქივო და კინოინსტიტუციაში დაცული 38 დოკუმენტური, მხატვრული თუ ანიმაციური ფილმი იქნება ნაჩვენები, იუწყება ეროვნული არქივი.
საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი 4 ოქტომბერს გაიხსნა ქართული დოკუმენტური ფილმით „საქართველოს კურორტები“.
„საქართველოს კურორტები“ – 1930 წელს რეჟისორ ედუარდ სუპატაშვილის მიერ გადაღებული სარეკლამო ხასიათის ფილმია. იგი მოგვითხრობს საქართველოს ისეთ სამკურნალო და დასასვენებელ კურორტებზე, როგორებიცაა ბორჯომი, აბასთუმანი, წყალტუბო, ახტალა, ბაკურიანი და სხვ.
5-7 ოქტომბერს საფესტივალო დღეებში მაყურებელი იხილავს ბელგიის სამეფო კინოარქივში, გერმანიის ფედერალურ არქივში, გერმანიის კინოს ინსტიტუტში, ჩეხეთის, პერუს, ჩრდილოეთ მაკედონიის კინოთეკებში, პორტუგალიისა და ტურინის კინოს მუზეუმებში, ესტონეთის, პოლონეთის, ბულგარეთის კინოარქივებში, აშშ-ისა და მალტის ეროვნულ არქივებში დაცულ ალფრედ მაჩინის, დუშან ვუკოტიჩის, იან ნემეკის, ლეიდა ლაიუსის, ალბრეხტ ვიქტორ ბლუმის, ელა ბერგმან მიშელის, ძმები მანაკების, რეინალდო ფერეირას, ჯიმი მურაკამის, რობერტ სიოდმაკისა და სხვათა რეჟისორობით 1909-1975 წლებში გადაღებულ საარქივო ფილმებს.
ქართული პროგრამის მეორე ფილმი – „მსოფლიო ტაშს უკრავს“, რომელიც 7 ოქტომბერს ფესტივალს დახურავს, გიორგი ასათიანმა 1960 წელს საქართველოს ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილების“ შესახებ გადაიღო. ფილმში ნაჩვენებია ანსამბლის საკონცერტო გამოსვლები ლონდონში, პარიზში, რომში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ბოგოტაში, მეხიკოში, ჰავანასა და მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებში. ფილმში ასევე ნაჩვენებია ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ღირსშესანიშნაობები, რომლებსაც ანსამბლის წევრები სტუმრობდნენ.
ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს დააფუძნა. წლევანდელი ფესტივალის თემაა „კინოარქივების საგანძური“.
საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, კინოსტუდია „ქართული ფილმის“, ასევე ფესტივალში მონაწილე საზღვარგარეთის ქვეყნების კინოინსტიტუციების წარმომადგენლები.