https://sputnik-georgia.com/20231005/saqartvelos-xelisufleba-mtkiced-icavs-qveynis-erovnul-interesebs-premier-ministri-283003181.html
საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს - პრემიერ-მინისტრი
საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს - პრემიერ-მინისტრი
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებას უწევს მანევრირება ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, აღნიშნა პოლიტიკოსმა. 05.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-05T19:54+0400
2023-10-05T19:54+0400
2023-10-05T22:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282969061_0:0:1601:901_1920x0_80_0_0_13959090f36287b2418fe0ca01f2a3af.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და უსაფრთხოებას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.ეს განცხადება საქართველოს მთავრობის მეთაურმა სამხრეთ ესპანეთში, გრანადაში გააკეთა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მთავარი ამოცანაა – ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.ევროკომისია მიმდინარე წლის ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.მყისიერ ზომებს ვიღებთ - გივი მიქანაძე აქციების შესახებ კანონის გამკაცრებაზე >>მთავრობის მეთაურის თქმით, რადგან საქართველო არ არის არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი, ქვეყანას არ გააჩნია უსაფრთხოების რაიმე გარანტია.„ჩვენ არ გვაქვს არც ნატოს ქოლგა, ასე ვთქვათ, არავითარი უსაფრთხოების გარანტიები ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენ არ ვართ არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას უწევს საკმაოდ გონივრულად მანევრირება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც სავსეა ამ ტურბულენტობით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.მისი განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ხელისუფლებამ „საკმაოდ გონივრულად მანევრირება“ მოახერხა.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს ასახავს და რომლის საბოლოო მიზანია ქვეყნის გაერთიანება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282969061_131:0:1460:997_1920x0_80_0_0_a93bd436f815925b62d0d10caaeccfc0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს - პრემიერ-მინისტრი
19:54 05.10.2023 (განახლებულია: 22:02 05.10.2023) საქართველოს ხელისუფლებას უწევს მანევრირება ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და უსაფრთხოებას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ეს განცხადება საქართველოს მთავრობის მეთაურმა სამხრეთ ესპანეთში, გრანადაში გააკეთა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.
„ერთი მხრივ, ჩვენ ვიცავთ მტკიცედ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას და, მეორე მხრივ, ვართ კოორდინაციაში საერთაშორისო თანამეგობრობასთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მთავარი ამოცანაა – ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.
ევროკომისია მიმდინარე წლის ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
მთავრობის მეთაურის თქმით, რადგან საქართველო არ არის არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი, ქვეყანას არ გააჩნია უსაფრთხოების რაიმე გარანტია.
„ჩვენ არ გვაქვს არც ნატოს ქოლგა, ასე ვთქვათ, არავითარი უსაფრთხოების გარანტიები ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენ არ ვართ არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას უწევს საკმაოდ გონივრულად მანევრირება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც სავსეა ამ ტურბულენტობით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ხელისუფლებამ „საკმაოდ გონივრულად მანევრირება“ მოახერხა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს ასახავს და რომლის საბოლოო მიზანია ქვეყნის გაერთიანება.