https://sputnik-georgia.com/20231005/saqartvelo-evropasi-mecxoveleobis-dargis-ert-ert-yvelaze-prestikul-gamofenasi-monawileobs-282985908.html
საქართველო ევროპაში მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაში მონაწილეობს
საქართველო ევროპაში მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაში მონაწილეობს
Sputnik საქართველო
გამოფენას მსოფლიოს 90 ქვეყნიდან დაახლოებით 105 ათასი ვიზიტორი სტუმრობს. 05.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-05T15:39+0400
2023-10-05T15:39+0400
2023-10-05T19:27+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველო
საფრანგეთი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0d/269406946_0:43:2048:1195_1920x0_80_0_0_57e71c028795c9ad9c7e0f47d02cdd0e.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით ევროპაში მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ გამოფენაში - Sommet De L'elevage 2023 მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოფენა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გახსნა საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში. როგორც მინისტრმა განაცხადა, უმსხვილესი გამოფენა შესაძლებლობას აძლევს ქართველ მწარმოებლებს, გაეცნონ წარმოების საუკეთესო პრაქტიკას, ტექნოლოგიებს, ინოვაციებსა და პროდუქტიულობის ზრდის შესაძლებლობებს. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან ჩასულმა მესაქონლეობის დარგის სხვადასხვა ასოციაციის წევრებმა გამოფენაზე ქართული წარმოების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს. გამოფენის ფარგლებში საქართველოს შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ქართველ მწარმოებლებთან ერთად დარგის ფრანგი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, ევროპაში ხორცპროდუქტების წარმოების ყველაზე დიდ რეგიონში გამართულ გამოფენას მსოფლიოს 90 ქვეყნიდან დაახლოებით 105 ათასი ვიზიტორი სტუმრობს. გამოფენაზე წარმოდგენილია საუკეთესო ჯიშის 2 ათასამდე მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0d/269406946_327:265:1702:1296_1920x0_80_0_0_565a1cf68deda3913ebf52734dbecc6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველო, საფრანგეთი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველო, საფრანგეთი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
საქართველო ევროპაში მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაში მონაწილეობს
15:39 05.10.2023 (განახლებულია: 19:27 05.10.2023) გამოფენას მსოფლიოს 90 ქვეყნიდან დაახლოებით 105 ათასი ვიზიტორი სტუმრობს.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით ევროპაში მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ გამოფენაში - Sommet De L'elevage 2023 მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოფენა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გახსნა საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში.
როგორც მინისტრმა განაცხადა, უმსხვილესი გამოფენა შესაძლებლობას აძლევს ქართველ მწარმოებლებს, გაეცნონ წარმოების საუკეთესო პრაქტიკას, ტექნოლოგიებს, ინოვაციებსა და პროდუქტიულობის ზრდის შესაძლებლობებს.
„ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანი იქნება და სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ფერმერებს, არამედ მთლიანად ინდუსტრიას, მეცხოველეობის წარმოების ჯაჭვის თითოეულ მონაწილეს, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე", – აღნიშნა ოთარ შამუგიამ კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან ჩასულმა მესაქონლეობის დარგის სხვადასხვა ასოციაციის წევრებმა გამოფენაზე ქართული წარმოების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ქართველ მწარმოებლებთან ერთად დარგის ფრანგი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, ევროპაში ხორცპროდუქტების წარმოების ყველაზე დიდ რეგიონში გამართულ გამოფენას მსოფლიოს 90 ქვეყნიდან დაახლოებით 105 ათასი ვიზიტორი სტუმრობს. გამოფენაზე წარმოდგენილია საუკეთესო ჯიშის 2 ათასამდე მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი.