მოსაზრება: უკრაინის „ამერიკული ოცნება“ - დარჩენილია ორი თვის სამყოფი ფული

  - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2023
გამოწერა
ფული ნებისმიერი არმიის კუნთებია. უკრაინული ჯარები რუსეთის სამხედრო ოპერაციის ზონაში წინააღმდეგობას მხოლოდ შეერთებული შტატების სამხედრო-ფინანსური მხარდაჭერით სწევენ. თუმცა, დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტო გულუხვობის ატრაქციონი მთავრდება — უკრაინას ამერიკული ფული ეწურება. შემდგომში, ვაშინგტონის გეგმების მიხედვით, რუსეთთან ნატოს მარიონეტული ომის ძირითადი ტვირთი აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებს უნდა დაეკისროს, რომლებიც აბსოლუტურად მოუმზადებლები არიან ასეთი დატვირთვისთვის. „უკრაინული პროექტი", დიდი ალბათობით, ავღანეთის სცენარით ჩამოიშლება.
თეთრი სახლის ადმინისტრაციამ 3 ოქტომბერს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კიევის რეჟიმის სრულმასშტაბიანი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერისთვის მხოლოდ ორი თვე დარჩა — დეკემბრის დასაწყისამდე. პენტაგონმა მხარდაჭერის სახსრების დეფიციტის შესახებ მოკავშირეებიც გააფრთხილა — დარჩა მხოლოდ 5,4 მილიარდი დოლარი, ხოლო აშშ-ის კონგრესმა არ დაამტკიცა დამატებითი ბიუჯეტის ხარჯვა უკრაინაზე. მანამდე ამერიკამ 113 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო რუსეთთან მარიონეტულ ომში.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეფონით დაიწყო მის კონტროლქვეშ მყოფი სახელმწიფოების ლიდერების ინსტრუქტაჟი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დაფინანსების აუცილებელ პარამეტრებთან დაკავშირებით (სიის სათავეში აღმოჩნდნენ ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, რუმინეთი, იაპონია).
ევროკავშირის ქვეყნებს აღარ შეუძლიათ იარაღის მიწოდება კიევისთვის საკუთარი უსაფრთხოების დაზარალების გარეშე. ევროკავშირმა ვერ გაზარდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოო სიმძლავრე, რომელიც საკმარისი იქნებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. და ახლა თავის გასამართლებლად კიევისგან „გაციფრულების, ენერგოდამოუკიდებლობის, ადამიანური კაპიტალის განვითარების“ რეფორმებს მოითხოვს.
ბრიტანეთმა ასევე მიაღწია სამხედრო მარაგების ლიმიტს და უკრაინაში „ბენ უოლესის ბოლო ამოსუნთქვის“ — თავდაცვის ექს-მინისტრის მიერ დაპირებული, 1962 წლის ანტიკვარული ჯავშანტრანსპორტიორ FV432 Bulldog-ების უტილიზაციას ახდენს.
თუმცა სხვებზე მეტად „ბალტიის ვეფხვები" აიჯაგრნენ. ლატვიამ „ამბიციური“ ანტირუსული მანევრები NAMEJS 2023 ჩაატარა. ესტონეთმა ხმამაღლა გამოაცხადა, რომ მზადაა თავდაცვითი მრეწველობა „ომის დროის მასშტაბებში“ აამუშავოს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ნატოს მოუწოდა, უკრაინა „ბირთვული ქოლგით“ დაფაროს.

გაყოფილი დასავლეთი

კიევის რეჟიმი სასოწარკვეთილებაშია. ის უკანასკნელი ძალით ცდილობს გაამართლოს დასავლური „ინვესტიციები“ ზაპოროჟიეს მიმართულებით უიმედო შეტევებითა და რუსეთის ყირიმში GUR-ის დანაყოფების ჰიდროციკლებით დესანტირების მცდელობებით.
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი თვლის, რომ ლოკალური გამარჯვების ილუზიას რეალური ფულის მოტანა შეუძლია, მაგრამ დასავლელ პატრონებს კლოუნადა მობეზრდათ — ისინი თუნდაც ტოკმაკის აღებას მოითხოვენ.
„უკრაინის დახმარების" უმეტესი ნაწილი შეერთებული შტატების ინტერესებში და ტერიტორიაზე იხარჯება; რუსეთთან მარიონეტული ომი ევროპაში ამერიკული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსისთვისაა ხელსაყრელი. და, მაინც, საომარი მოქმედებების 20 თვის განმავლობაში პენტაგონმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 2 მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გადასცა, რომელთა წარმოებას მრავალი წელი სჭირდება.
უკრაინის ოპერაციების თეატრში საბრძოლო მასალა „გამაოგნებელი ტემპით" იხარჯება და „დემოკრატიის არსენალი" დაცარიელდა. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო მასალა იწურება: „კასრს ფსკერი გამოუჩნდა“.
აშშ და ალიანსი კიევის რეჟიმისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებასა და ჩვეულებრივი იარაღის სფეროში საკუთარი სამხედრო სისუსტის მკაცრ რეალობას შორის იხლიჩებიან.
ვაშინგტონის მიერ დაპირებული 60 ATACMS-ის გადაცემა „ვოდევილად" გადაიქცა — ჯო ბაიდენი და ლოიდ ოსტინი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობის აღება არ სურთ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ორმოცდაათი „დონორი ქვეყნის“ ბლოკში ბზარები ვაშინგტონში მწვავე პოლიტიკურ უთანხმოებებს, ევროპაში კი არჩევნების ომის საწინააღმდეგო აქცენტს ზრდის. უნგრეთი, სერბეთი და სლოვაკეთი აქტიურად არყევენ ანტირუსულ „ერთობას“. ბუდაპეშტმა უკრაინისთვის 2024-2027 წლებში ევროპული დახმარების პაკეტის 25 მილიარდი ევროთი შემცირების წინადადება წამოაყენა. აშშ-ისა და ევროპელ ლიდერებს შორის კულუარული განხეთქილება აშკარაა.
3 ოქტომბერს ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, „ედემის მებაღე“ ბორელმა საგანგებო შეხვედრა მოაწყო კიევში უკრაინის შეიარაღებული ძალების 27 „დონორი ქვეყნის“ წარმომადგენლებთან — პრაქტიკულად უშედეგოდ. „სოლიდარობის ძლიერი სიგნალი“ და ნატოს მიერ 40 ათასი უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნის შესახებ შეთანხმება არ ანაზღაურებს საბრძოლო მასალის ნაკლებობას.
გამოცემა The American Conservative აღნიშნავს: „ზელენსკიმ რამდენიმე თვეში გაიარა გზა გმირიდან ნულამდე... უკრაინელი ჯარისკაცები დაიღალნენ სიკვდილით. რუსეთის სამხედრო ძალა თავდასხმის საშუალებების — რაკეტების, არტილერიის, თვითმფრინავების და დრონების სისტემატურ ინტეგრაციას ეყრდნობა — კოსმოსური და სახმელეთო ბაზებიდან მუდმივი მეთვალყურეობით“. და აღიარებს, რომ „მოსკოვის სტრატეგიული მიზანი — ეს იმის არდაშვებაა, რომ უკრაინა აშშ-ისა და ნატოს ქვეყნების პლატფორმა გახდეს მათი სამხედრო ძალის რუსეთის წინააღმდეგ პროექცირებისთვის, და არა აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობა“.
2022 წელს შეერთებულმა შტატებმა და ნატომ უკრაინის ოპერაციების თეატრში ყველა შესაძლო რესურსი ჩადეს რუსეთის სტრატეგიული დამარცხებისთვის. დღეს ცარიელი „დემოკრატიის არსენალი“ და პოლიტიკური განხეთქილება კოლექტიური დასავლეთის გეგმების კრახზე მიუთითებს. ყველას ესმის, რომ ახალი სამყარო ძლიერი რუსეთის პირობებში გარდაუვალია და უკვე საკმაოდ ახლოსაა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0