როგორ ამოვიგდოთ თავიდან მცდარი შეგონებები: ფსიქოლოგის რჩევა

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2023
გამოწერა
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. სანამ ბავშვი პატარაა, ის მშობლებს არაკრიტიკულად აღიქვამს, ამიტომ ყველაფერი, რასაც ეუბნებიან, ან ქცევით აჩვენებენ, ბავშვისთვის ნორმა და ბუნებრივი გარემოა, აცხადებენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, ადამიანის პირადი ცხოვრების ფილოსოფიის უმეტესი ნაწილი 8 წლამდე ყალიბდება – სამყაროსადმი, გენდერული ურთიერთობებისადმი, სიმდიდრე-სიღარიბისა თუ სხვა ფაქტორებისადმი მშობლების დამოკიდებულების მიხედვით.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ბავშვობაში ქვეცნობიერში ჩადებული ქცევითი პროგრამიდან ბევრი რამ მართლაც ეხმარება ადამიანს, რომ გახდეს წარმატებული და ბედნიერი, მაგრამ არსებობს „თავში ჩაბეჭდილი“ ისეთი პროგრამაც, რომელიც, პირიქით, ცხოვრებას უნგრევს ადამიანს.
იმისათვის, რომ პირად ცხოვრებაზე ბავშვობიდან შეთვისებული „მავნე“ პროგრამა თავიდან ამოიგდოთ და ცხოვრებას ახლებურად შეხედოთ, ფსიქოლოგები ქალბატონებს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას ურჩევენ.
ნაბიჯი პირველი — პირველ რიგში, შეეცადეთ ჩამოწეროთ ყველაფერი, რასაც მშობლები თუ სხვა ავტორიტეტული უფროსები გეუბნებოდნენ (ან ქცევით გაჩვენებდნენ) ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ.
მაგალითად: დედა ამბობდა, რომ, თუ ქმარი ცოლზე ნაკლებ ფულს შოულობს, ე.ი. არარაობაა; ბებიაჩემი ამბობდა, რომ ოჯახის დანგრევა ყოველთვის ქალის ბრალია, იმიტომ რომ ქალმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ქმრის შესანარჩუნებლად; მშობლებმა მასწავლეს, რომ ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი ურთიერთობის გარდაუვალი ნაწილია; მამაჩემი ამბობდა, რომ ნამდვილი მამაკაცი უხეშია, დროსტარება და ჭამა-სმა უყვარს...
ნაბიჯი მეორე — დაწერეთ, რა კარგი და ცუდი მოხდა თქვენი მშობლების ცხოვრებაში მათი დამოკიდებულების შედეგად.
მაგალითად: მამაჩემის უხეშობის გამო დედაჩემი ხშირად ტიროდა და გული სტკიოდა; დედაჩემი ისე აყვედრიდა მამაჩემს, მასზე ნაკლებ ფულს რომ შოულობდა, რომ მამა ოჯახიდან წავიდა.
ნაბიჯი მესამე — ახლა დაწერეთ, რა დამოკიდებულება გაქვთ ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნეთ, კონკრეტულად ვინ ჩაგიბეჭდათ თავში ესა თუ ის ქცევითი პროგრამა, შემდეგ კი დაწერეთ, რაში გეხმარებათ ან რაში გიშლით ხელს ეს „სწავლება“, რა სარგებელი ან ზიანი მოაქვს თქვენთვის.
ნაბიჯი მეოთხე — შეარჩიეთ კონტრარგუმენტები თითოეული დესტრუქციული დამოკიდებულებისთვის.
მაგალითად: ქალმა არ უნდა მოითმინოს შეურაცხყოფა ქმრისა და ოჯახის შესანარჩუნებლად; მეუღლეებს თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ცოლქმრული ურთიერთობის ხარისხზე; თუ კაცი ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე არ იქცევა, როგორც ველოდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ცუდია ან ცუდად მექცევა.
ნაბიჯი მეხუთე — აღწერეთ, რა ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ახალ ქცევით პროგრამას.
მაგალითად: თუ მამაკაცი უპატივცემულოდ მექცევა, მაშინვე უნდა ვუთხრა ამის შესახებ. თუ ის კვლავაც განაგრძობს მსგავს ქცევას, მე მაშინვე უნდა მივატოვო იგი და არ დავუწყო თავს მტკიცება, რომ მსგავსი დამოკიდებულების მოთმენა შეიძლება; არ ავუწევს ხმას და არ გადავალ ლანძღვაზე, თუ ქმარი (ან პარტნიორი) სამზარეულოს არეულს დამახვედრებს — მშვიდად ავუხსენი, რა არ მომწონს.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ და ახალ ქცევით პროგრამას პრაქტიკაში გამოიყენებთ, ნახავთ, რომ სულ მალე სრულიად განსხვავებული მამაკაცები დაინტერესდებიან თქვენით; ის მამაკაცები, რომლებთანაც თავს კომფორტულად იგრძნობთ.
ყველა ახალი ამბავი
0