როდის მოეწერება ხელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას?

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიდუბაი
დუბაი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2023
გამოწერა
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების მესამე, დასკვნითი რაუნდი 2023 წლის 15–17 მარტს თბილისში გაიმართა.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები 10 ოქტომბერს ხელს მოაწერენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს".

„აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის დასრულდა მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე, რომლის ამოქმედების შემდეგ საქართველო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით თავისუფლად შეძლებს მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე 9-მილიონიან სამომხმარებლო ბაზარზე შესვლას. შეთანხმებას ხელი 10 ოქტომბერს მოეწერება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოდან საამიროებში ქართული პროდუქციის 97,5% ტარიფის გარეშე, ნულოვანი დაბეგვრით შევა.
საქართველო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში 45 ქვეყანასთან და ერთ დამოუკიდებელ საბაჟო ტერიტორიასთან (ჰონკონგი) იმყოფება.
მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 276,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი 32,4 მლნ დოლარი იყო. ვაჭრობის პიკი 2022 წელს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0