https://sputnik-georgia.com/20231005/pensionerma-wyvilma-fulis-dazogvis-gzas-miagno-282985292.html
მოხუცთა სახლზე იაფი: პენსიონერმა წყვილმა ფულის დაზოგვის გზას მიაგნო
მოხუცთა სახლზე იაფი: პენსიონერმა წყვილმა ფულის დაზოგვის გზას მიაგნო
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პენსიონერმა ცოლ-ქმარმა, ავსტრალიელმა მარტი და ჯეს ანსენებმა შესანიშნავი გზა იპოვეს თანხის დასაზოგად და კომფორტული ცხოვრების... 05.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-05T15:00+0400
2023-10-05T15:00+0400
2023-10-05T18:18+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ავსტრალია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282984943_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_20590a951172e4ff245c0727d42d846c.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პენსიონერმა ცოლ-ქმარმა, ავსტრალიელმა მარტი და ჯეს ანსენებმა შესანიშნავი გზა იპოვეს თანხის დასაზოგად და კომფორტული ცხოვრების მოსაწყობად — ისინი უკვე 500 დღეა, რაც მდიდრული საკრუიზო გემით მოგზაურობენ და აცხადებენ, რომ ეს უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე მოხუცთა სახლში ცხოვრება დაუჯდებოდათ.როგორც ირკვევა, პენსიონერები ლაინერის დატოვებას კიდევ დაახლოებით ერთი წელი არ აპირებენ. საქმე ისაა, რომ მათ ზედიზედ 51 კრუიზი აქვთ დაჯავშნული, რაც მსოფლიოს გარშემო ორწლიან განუწყვეტელ მოგზაურობას ნიშნავს.მარტი და ჯესი ლაინერის ბორტზე პირველად 2022 წლის 16 ივნისს ავიდნენ — მას შემდეგ, რაც ორი წელი გაატარეს მკაცრ კოვიდ-კარანტინში. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, რომ კრუიზები ცხოვრების წესად ექციათ.2000 მგზავრზე გათვლილ ხომალდზე პენსიონერ ცოლ-ქმარს იმაზე მეტი დრო აქვს გატარებული, ვიდრე ეკიპაჟის უმეტესობას, კაპიტნების ჩათვლით. ლაინერზე მათ ყველა იცნობს, ვინაიდან ერთგვარი ადგილობრივი ვარსკვლავები არიან.რაც შეეხება ოჯახს, მარტი და ჯესი შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს მაშინ ხვდებიან, როცა გემი მათ სახლებთან ახლოს მდებარე პორტებში შედის.ანსენებს მიაჩნიათ, რომ მათი ცხოვრება საკრუიზო ლაინერზე უბრალოდ მშვენიერია, რადგან, გარდა იმისა, რომ უამრავ ადამიანთან აქვთ ურთიერთობა, ყოველთვის შეუძლიათ შოუებზე დასწრება, ცეკვებზე ან რესტორანში წასვლა.მათი თქმით, ლაინერზე ცხოვრების კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ყოველდღიური საქმეების გაკეთება არ უწევთ — იქნება ეს ლოგინის გასწორება, დალაგება, პროდუქტის საყიდლად სიარული, კერძების მომზადება, ჭურჭლის რეცხვა თუ სხვა. ამ ყველაფერს ლაინერის სპეციალურად მომზადებული პერსონალი აკეთებს, ცოლ-ქმარი კი მხოლოდ სიცოცხლით ტკბება.პენსიონერი წყვილის მოგზაურობა 2024 წლის ივნისში დასრულდება, თუმცა ენსენები ნაპირზე გადასვლას არ აპირებენ. ისინი სხვა, უფრო დიდ საკრუიზო ლაინერზე გადანაცვლებასა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას გეგმავენ — კიდევ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.
ავსტრალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282984943_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_0c4b91dc168da22d007aa19bd563d51f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ავსტრალია , საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ავსტრალია , საზოგადოება
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პენსიონერმა ცოლ-ქმარმა, ავსტრალიელმა მარტი და ჯეს ანსენებმა შესანიშნავი გზა იპოვეს თანხის დასაზოგად და კომფორტული ცხოვრების მოსაწყობად — ისინი უკვე 500 დღეა, რაც მდიდრული საკრუიზო გემით მოგზაურობენ და აცხადებენ, რომ ეს უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე მოხუცთა სახლში ცხოვრება დაუჯდებოდათ.
როგორც ირკვევა, პენსიონერები ლაინერის დატოვებას კიდევ დაახლოებით ერთი წელი არ აპირებენ. საქმე ისაა, რომ მათ ზედიზედ 51 კრუიზი აქვთ დაჯავშნული, რაც მსოფლიოს გარშემო ორწლიან განუწყვეტელ მოგზაურობას ნიშნავს.
მარტი და ჯესი ლაინერის ბორტზე პირველად 2022 წლის 16 ივნისს ავიდნენ — მას შემდეგ, რაც ორი წელი გაატარეს მკაცრ კოვიდ-კარანტინში. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, რომ კრუიზები ცხოვრების წესად ექციათ.
2000 მგზავრზე გათვლილ ხომალდზე პენსიონერ ცოლ-ქმარს იმაზე მეტი დრო აქვს გატარებული, ვიდრე ეკიპაჟის უმეტესობას, კაპიტნების ჩათვლით. ლაინერზე მათ ყველა იცნობს, ვინაიდან ერთგვარი ადგილობრივი ვარსკვლავები არიან.
რაც შეეხება ოჯახს, მარტი და ჯესი შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს მაშინ ხვდებიან, როცა გემი მათ სახლებთან ახლოს მდებარე პორტებში შედის.
ანსენებს მიაჩნიათ, რომ მათი ცხოვრება საკრუიზო ლაინერზე უბრალოდ მშვენიერია, რადგან, გარდა იმისა, რომ უამრავ ადამიანთან აქვთ ურთიერთობა, ყოველთვის შეუძლიათ შოუებზე დასწრება, ცეკვებზე ან რესტორანში წასვლა.
მათი თქმით, ლაინერზე ცხოვრების კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ყოველდღიური საქმეების გაკეთება არ უწევთ — იქნება ეს ლოგინის გასწორება, დალაგება, პროდუქტის საყიდლად სიარული, კერძების მომზადება, ჭურჭლის რეცხვა თუ სხვა. ამ ყველაფერს ლაინერის სპეციალურად მომზადებული პერსონალი აკეთებს, ცოლ-ქმარი კი მხოლოდ სიცოცხლით ტკბება.
პენსიონერი წყვილის მოგზაურობა 2024 წლის ივნისში დასრულდება, თუმცა ენსენები ნაპირზე გადასვლას არ აპირებენ. ისინი სხვა, უფრო დიდ საკრუიზო ლაინერზე გადანაცვლებასა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას გეგმავენ — კიდევ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.