https://sputnik-georgia.com/20231005/dakavebulia-yarabaris-yofili-prezidenti-282972882.html
აზერბაიჯანმა ყარაბაღის ყოფილი პრეზიდენტი დააკავა: ოფიციალური ვიდეო
აზერბაიჯანმა ყარაბაღის ყოფილი პრეზიდენტი დააკავა: ოფიციალური ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის არაიიკ არუთუნიანის დაკავება... 05.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-05T11:42+0400
2023-10-05T11:42+0400
2023-10-05T15:57+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
ვითარება ყარაბაღში
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
აზერბაიჯანი
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282972712_0:147:3120:1902_1920x0_80_0_0_cef52475fd3a02f5abd48e9b1df63d70.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის არაიიკ არუთუნიანის დაკავება დაადასტურა, რომელსაც აგრესიული ომის გაღვივება-წარმოებაში, ასევე ტერორიზმში ედება ბრალი.როგორც უშიშროების სამსახურში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ არაიიკ არუთუნიანი „მონაწილეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაპყრობით ომში, ეკავა რა გამოგონილი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ასევე სხვა პოსტები“.უწყების ცნობით, არუთუნიანი მონაწილეობდა დაქირავებული ჯარისკაცების მიზიდვაში, წვრთნასა და დაფინანსებაში — მათი სამხედრო კონფლიქტებსა და ოპერაციებში ჩართვის მიზნით.აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, არუთუნიანს ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით წაუყენეს. მათ შორისაა ისეთი მუხლები, როგორებიცაა: „აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება ან წარმოება“, „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა შეიარაღებული კონფლიქტების დროს", „უმოქმედობა ან კრიმინალური ბრძანებების გაცემა შეიარაღებული კონფლიქტის დროს", „განზრახ მკვლელობა", „ტერორიზმი", „ტერორიზმის დაფინანსება“ და „ტერორიზმის მიზნით წვრთნების ჩატარება“.მანამდე, 1 ოქტომბერს აზერბაიჯანმა არაიიკ არუთუნიანზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ამის შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა უკვე დააკავა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი პრეზიდენტები — არკადი ღუკასიანი, ბაკო სააკიანი და არაიიკ არუთუნიანი, ასევე არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე დავიდ იშხანიანი.არაიიკ არუთუნიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2020 წლის 21 მაისიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე იყო. სექტემბერში მან თანამდებობა დატოვა, რის შემდეგაც პრეზიდენტი სამველ შაჰრამანიანი გახდა. მანამდე, 2007-2017 წლებში არუთუნიანს ყარაბაღის პრემიერ-მინისტრის, 2017-2018 წლებში კი სახელმწიფო მინისტრის პოსტები ეკავა.
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282972712_195:0:2926:2048_1920x0_80_0_0_9e6e26333099174514c0dd6c49855f79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ვითარება ყარაბაღში , სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, აზერბაიჯანი, კავკასია
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ვითარება ყარაბაღში , სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, აზერბაიჯანი, კავკასია
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის არაიიკ არუთუნიანის დაკავება დაადასტურა, რომელსაც აგრესიული ომის გაღვივება-წარმოებაში, ასევე ტერორიზმში ედება ბრალი.
„მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხანკენდში არაიიკ არუთუნიანი დააკავეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც უშიშროების სამსახურში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ არაიიკ არუთუნიანი „მონაწილეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაპყრობით ომში, ეკავა რა გამოგონილი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ასევე სხვა პოსტები“.
უწყების ცნობით, არუთუნიანი მონაწილეობდა დაქირავებული ჯარისკაცების მიზიდვაში, წვრთნასა და დაფინანსებაში — მათი სამხედრო კონფლიქტებსა და ოპერაციებში ჩართვის მიზნით.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, არუთუნიანს ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით წაუყენეს. მათ შორისაა ისეთი მუხლები, როგორებიცაა: „აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება ან წარმოება“, „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა შეიარაღებული კონფლიქტების დროს", „უმოქმედობა ან კრიმინალური ბრძანებების გაცემა შეიარაღებული კონფლიქტის დროს", „განზრახ მკვლელობა", „ტერორიზმი", „ტერორიზმის დაფინანსება“ და „ტერორიზმის მიზნით წვრთნების ჩატარება“.
მანამდე, 1 ოქტომბერს აზერბაიჯანმა არაიიკ არუთუნიანზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ამის შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა უკვე დააკავა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი პრეზიდენტები — არკადი ღუკასიანი, ბაკო სააკიანი და არაიიკ არუთუნიანი, ასევე არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე დავიდ იშხანიანი.
არაიიკ არუთუნიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2020 წლის 21 მაისიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე იყო. სექტემბერში მან თანამდებობა დატოვა, რის შემდეგაც პრეზიდენტი სამველ შაჰრამანიანი გახდა. მანამდე, 2007-2017 წლებში არუთუნიანს ყარაბაღის პრემიერ-მინისტრის, 2017-2018 წლებში კი სახელმწიფო მინისტრის პოსტები ეკავა.