https://sputnik-georgia.com/20231005/bibliotekebis-ganaxlebis-proeqti-tbilissi-282992521.html
ბიბლიოთეკების განახლების პროექტი: თბილისში ათამდე ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია დაიგეგმა
ბიბლიოთეკების განახლების პროექტი: თბილისში ათამდე ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია დაიგეგმა
Sputnik საქართველო
თბილისის მერიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მთლიანად რეაბილიტირებული საბიბლიოთეკო სივრცე ექნება დიდი დიღმის მოსახლეობასაც. 05.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-05T18:52+0400
2023-10-05T18:52+0400
2023-10-05T21:22+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23917/51/239175198_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_e1764a71694762e198c44ab9d452d796.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ბიბლიოთეკების განახლების პროექტის ფარგლებში მომავალი წლის ბოლოსთვის დედაქალაქს ათამდე გარემონტებული, განახლებული, ყველანაირად მოწესრიგებული ბიბლიოთეკა შეემატება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში გლდანში აკაკი ბაქრაძის სახელობის განახლებული ბიბლიოთეკა უკვე გაიხსნა. მე-18 ბიბლიოთეკის ახლად რეაბილიტირებული შენობა თბილისის მერმა დაათვალიერა. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა აკაკი ბაქრაძის სახელობის ბიბლიოთეკის ინფრასტრუქტურა და წიგნადი ფონდი. კლასიკურ, თანამედროვე და საბავშვო ფონდებს დაემატა უახლესი წიგნები, ასევე გადახალისდა ჟურნალ-გაზეთების განყოფილება. ფილიალს დაემატა თანამედროვე საერთო სამუშაო სივრცე, სადაც განთავსებულია სტაციონარული კომპიუტერები, ასევე ცალკეა სივრცე პირადი ლეპტოპებით მოსარგებლეთათვის. 16 ოქტომბრიდან დაგეგმილია კითხვისა და შემოქმედებითი აზროვნების განმავითარებელი კურსი, რომელიც განკუთვნილია 10-12 წლის მოზარდებისთვის. კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან როგორც წაკითხულზე მსჯელობის, ისე მხატვრული წერის სპეციფიკას. თბილისის მერიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მთლიანად რეაბილიტირებული საბიბლიოთეკო სივრცე ექნება დიდი დიღმის მოსახლეობასაც. გარდა ამისა, რობაქიძის გამზირზე მდებარე ლადო ასათიანის სახელობის მე-6 ბიბლიოთეკაში აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული ფილიალი მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23917/51/239175198_57:0:945:666_1920x0_80_0_0_d9950afb3e84d5237cf9deb15bf79961.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , კულტურა საქართველოში
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , კულტურა საქართველოში
ბიბლიოთეკების განახლების პროექტი: თბილისში ათამდე ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია დაიგეგმა
18:52 05.10.2023 (განახლებულია: 21:22 05.10.2023) თბილისის მერიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მთლიანად რეაბილიტირებული საბიბლიოთეკო სივრცე ექნება დიდი დიღმის მოსახლეობასაც.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ბიბლიოთეკების განახლების პროექტის ფარგლებში მომავალი წლის ბოლოსთვის დედაქალაქს ათამდე გარემონტებული, განახლებული, ყველანაირად მოწესრიგებული ბიბლიოთეკა შეემატება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში გლდანში აკაკი ბაქრაძის სახელობის განახლებული ბიბლიოთეკა უკვე გაიხსნა. მე-18 ბიბლიოთეკის ახლად რეაბილიტირებული შენობა თბილისის მერმა დაათვალიერა.
„ქალაქში ბიბლიოთეკების მიმართულებით გვქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა და დავიწყეთ ბიბლიოთეკების განახლების პროექტი. ხედავთ, როგორი გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ ყველა თაობის ადამიანმა ისარგებლოს. მთლიანად განახლდა წიგნადი ფონდი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ყველა ბიბლიოთეკა იქნება განახლებული და მოწესრიგებული", – განაცხადა კახა კალაძემ.
რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა აკაკი ბაქრაძის სახელობის ბიბლიოთეკის ინფრასტრუქტურა და წიგნადი ფონდი. კლასიკურ, თანამედროვე და საბავშვო ფონდებს დაემატა უახლესი წიგნები, ასევე გადახალისდა ჟურნალ-გაზეთების განყოფილება.
ფილიალს დაემატა თანამედროვე საერთო სამუშაო სივრცე, სადაც განთავსებულია სტაციონარული კომპიუტერები, ასევე ცალკეა სივრცე პირადი ლეპტოპებით მოსარგებლეთათვის.
16 ოქტომბრიდან დაგეგმილია კითხვისა და შემოქმედებითი აზროვნების განმავითარებელი კურსი, რომელიც განკუთვნილია 10-12 წლის მოზარდებისთვის. კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან როგორც წაკითხულზე მსჯელობის, ისე მხატვრული წერის სპეციფიკას.
თბილისის მერიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მთლიანად რეაბილიტირებული საბიბლიოთეკო სივრცე ექნება დიდი დიღმის მოსახლეობასაც.
გარდა ამისა, რობაქიძის გამზირზე მდებარე ლადო ასათიანის სახელობის მე-6 ბიბლიოთეკაში აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული ფილიალი მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება.