https://sputnik-georgia.com/20231004/mkvleloba-kaxetsi-dakavebulia-dacvis-policiis-inspeqtori-282951937.html
მკვლელობა კახეთში - სამართალდამცველებმა დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს
მკვლელობა კახეთში - სამართალდამცველებმა დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს
Sputnik საქართველო
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ სოფელ ჭიკაანში 47 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. 04.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-04T18:56+0400
2023-10-04T18:56+0400
2023-10-04T20:45+0400
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/04/276406595_0:31:1280:751_1920x0_80_0_0_b300a162fde68efbebe56d920a9c9a44.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყვარლის რაიონში განზრახ მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს, განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ქუთათელაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს, ღამის საათებში ყვარლის რაიონში დაცვის პოლიციის ინსპექტორი ნაცნობ პირებთან ერთად სუფრასთან იმყოფებოდა, სადაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იქ მყოფ პირებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. დაცვის პოლიციის ინსპექტორმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო კიდევ ერთმა სხეულის დაზიანება მიიღო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი უკვე ამოიღეს. ყვარელში ყოფილმა პოლიციელმა მამაკაცი მოკლა>>ქუთათელაძის თქმით, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/04/276406595_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_0757e13c8625b159820ac3c840f9fb2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კახეთი
სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კახეთი
მკვლელობა კახეთში - სამართალდამცველებმა დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს
18:56 04.10.2023 (განახლებულია: 20:45 04.10.2023) მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ სოფელ ჭიკაანში 47 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყვარლის რაიონში განზრახ მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს, განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ქუთათელაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს, ღამის საათებში ყვარლის რაიონში დაცვის პოლიციის ინსპექტორი ნაცნობ პირებთან ერთად სუფრასთან იმყოფებოდა, სადაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იქ მყოფ პირებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. დაცვის პოლიციის ინსპექტორმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო კიდევ ერთმა სხეულის დაზიანება მიიღო.
„განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული სასჯელის სახედ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – განაცხადა ლევან ქუთათელაძემ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი უკვე ამოიღეს.
ქუთათელაძის თქმით, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.