GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

© courtesy of Georgian Water and Power GWP-ს ტექნიკური ჯგუფი
 GWP-ს ტექნიკური ჯგუფი   - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2023
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 4 ოქტომბრის 10:00 საათიდან 5 ოქტომბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, GWP 4 ოქტომბერს სოფელ დიღომში, კვირაცხოვლისა და როსტევანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება 24 საათით შეუწყდება.
უწყების ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, ნუცუბიძის I-IV მიკრორაიონებს, ნუცუბიძის, ჩხიკვაძის, ბანძელაძის, ჟღენტის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, გამრეკელის, თავხელიძის, პიკასოს, ნადირაძის, სანდრო ეულის, დელისის და მიმდებარე ქუჩებს. ზემო ვეძისის დასახლების, ჯებაშვილის, ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩების ნაწილს. ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ასათიანის ქუცების ნაწილს, ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს, მაჭავარიანის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გელოვანის, ზაქარიაძის, ბუაჩიძის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩებს; ფარნავაზისა და პეტრიწის ქუჩების ნაწილს.
სოფელ დიღომში: ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, გიორგი ბრწყინვალეს, ხანძთელის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, ბერი გობრონის და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ძველ ვეძისს.
დიდუბის რაიონში: დიღმის მასივის I კვარტლის ნაწილს.
ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის და ზინკარის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0