„ბენქსი - ლეგენდის დაბადება": საქართველოში ცნობილი ქუჩის არტისტის გამოფენა გაიხსნება

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშიბენქსის ნამუშევარი
ბენქსის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2023
გამოწერა
გამოფენისთვის სახვითი ხელოვნების მუზეუმის მთელი მესამე სართული – 11 დარბაზი გამოიყოფა.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი ბრიტანელი ქუჩის არტისტის BANKSY-ს გამოფენა საქართველოში ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 18 ოქტომბერს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას სახვითი ხელოვნების მუზეუმი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოფენა სახელწოდებით „ბენქსი: ლეგენდის დაბადება" მუზეუმის 5 წლის იუბილეს ეძღვნება.

„ექსპოზიცია ასახავს ლეგენდადქცეული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის – ბენქსის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე", – ნათქვამია განცხადებაში.

გამოფენა ფართო აუდიტორიისთვის 18 ოქტომბერს გაიხსნება და 4 თვის განმავლობაში დარჩება თბილისში. გამოფენის კურატორია სტივ ლაზარიდისი.
გამოფენისთვის მუზეუმის მთელი მესამე სართული, 11 დარბაზი გამოიყოფა. ორგანიზატორების ინფორმაციით, დამთვალიერებელს მიეცემა შესაძლებლობა ბენქსის სამყაროში იმოგზაუროს და ლეგენდარული არტისტის დაბადებიდან მის მსოფლიო აღიარებამდე გზა თავადაც გაიაროს.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზი ბენქსის შემოქმედებასთან ერთად ქართველი ქუჩის ხელოვანების: გაგოშას, მიშიკო სულაკაურის, სემიჩკას, კოსკას და Sick'nTired-ის ნამუშევრებს დაეთმობა.
ბენქსი ანონიმური ბრიტანელი გრაფიტის მხატვარია. მისი ვინაობა და ბიოგრაფიული დეტალები უცნობია. მისი ნამუშევრები, ძირითადად, სატირაა პოლიტიკურ, კულტურულ და ეთიკურ თემებზე. ბენქსის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია.
ყველა ახალი ამბავი
0