https://sputnik-georgia.com/20231004/bavsvobasi-mikrobebtan-kontaqti-mecnierta-moulodneli-daskvna-282946049.html
ვნებს თუ არა ბავშვობაში ზედმეტი სისუფთავე იმუნიტეტს: მეცნიერთა მოულოდნელი დასკვნა
ვნებს თუ არა ბავშვობაში ზედმეტი სისუფთავე იმუნიტეტს: მეცნიერთა მოულოდნელი დასკვნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ჰიგიენური ჰიპოთეზის თანახმად, ადრეულ ასაკში მიკრობებთან კონტაქტი ადამიანს ალერგიების განვითარებისგან იცავს, მაგრამ კვლევამ... 04.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-04T16:00+0400
2023-10-04T16:00+0400
2023-10-04T19:56+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ალერგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/04/282945842_302:500:3054:2048_1920x0_80_0_0_42466bfeb49d2800622afadf18fe5741.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ჰიგიენური ჰიპოთეზის თანახმად, ადრეულ ასაკში მიკრობებთან კონტაქტი ადამიანს ალერგიების განვითარებისგან იცავს, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა მიკრობებთან და ინფექციებთან არასაკმარისი კონტაქტი არც ერთადერთი და არც უპირველესი მიზეზია იმისა, რომ მსოფლიოში ალერგიული დაავადებები მკვეთრად იზრდება, აცხადებენ მეცნიერები.ჰიგიენური ჰიპოთეზის მიხედვით, იმის გამო, რომ ადრეულ ასაკში ბავშვებს ნაკლებად აქვთ შეხება ბაქტერიებთან, სოკოებთან და პარაზიტებთან, მათი იმუნური სისტემა „ვერ იწვრთნება“, რის შედეგადაც იმუნური ტოლერანტობის სწორი ფორმირება ირღვევა — ის ან ძალიან მძაფრად რეაგირებს უცხო ანტიგენებზე, რაც ალერგიულ რეაქციებს იწვევს, ან საკუთარი უჯრედების უცხო სხეულებად აღქმას იწყებს.მაგრამ შვედეთის Karolinska Institute-ისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ თვით ავტორებისთვისაც კი საკმაოდ მოულოდნელი შედეგები აჩვენა: მიკრობებთან ადრეული კონტაქტი არ იცავდა ლაბორატორიულ თაგვებს ალერგიული რეაქციებისგან.მკვლევარებმა, რომელთა სტატიაც ჟურნალ Science Immunology-ში გამოქვეყნდა, ექსპერიმენტი გენეტიკურად იდენტური ლაბორატორიული თაგვების ორ ჯგუფზე ჩაატარეს, რომლებიც დაბადებიდან სტერილურები იყვნენ, ანუ მათ ორგანიზმში არანაირი მიკრობი არ ბინადრობდა.მეცნიერებმა მღრღნელების ერთი ჯგუფი დაბადებისთანავე სრულად სტერილურ, მეორე კი ბუნებრივის მსგავს პირობებში მოათავსეს. მეორე ჯგუფში შემავალ თაგვებს თავისუფლად შეეძლოთ თივასა თუ კომპოსტზე ცოცვა, იმ საგნების ყნოსვა, რომლებთანაც მანამდე ველურ თაგვებს ჰქონდათ კონტაქტი.ამ ჯგუფის წრუწუნების ზრდასთან ერთად იზრდებოდა მათი მიკრობიომის მრავალფეროვნებაც (ორგანიზმში მობინადრე მიკრობები) და მათ იმუნურ სისტემას, პირველი ჯგუფისგან განსხვავებით, მეტი შესაძლებლობა ჰქონდა ვარჯიშისთვის.თუმცა, როდესაც ასეთ უკვე „გაველურებულ“ თაგვებზე რამდენიმე ალერგენის ზემოქმედება შემოწმდა, მათი იმუნური სისტემის რეაქცია არაფრით განსხვავდებოდა მეორე, სტერილური ჯგუფის თაგვების იმუნური რეაქციისგან.როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი სტეფან როსჰარტი ამბობს, მათი კვლევის შედეგები პირდაპირ არ ეწინააღმდეგება ჰიგიენურ ჰიპოთეზას, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვადასხვა მიკრობებთან და ინფექციებთან არასაკმარისი კონტაქტი არც ერთადერთი და არც უპირველესი მიზეზია იმისა, რომ მსოფლიოში ალერგიული დაავადებები მკვეთრად იზრდება.მისი თქმით, აღნიშნულმა კვლევამ შესაძლოა შეცვალოს მეცნიერთა აზრი ჰიგიენური ჰიპოთეზის შესახებ და აიძულოს ისინი, სხვა ისეთ ფაქტორებსაც მიაქციონ ყურადღება, როგორებიცაა: დახურულ სივრცეში ცხოვრება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, დამაბინძურებლები და თანამედროვე გარემოში არსებული სხვა ქიმიური შენაერთები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/04/282945842_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_b89b80a53a62255ab638c9c3e03e102c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ალერგია
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ალერგია
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ჰიგიენური ჰიპოთეზის თანახმად, ადრეულ ასაკში მიკრობებთან კონტაქტი ადამიანს ალერგიების განვითარებისგან იცავს, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა მიკრობებთან და ინფექციებთან არასაკმარისი კონტაქტი არც ერთადერთი და არც უპირველესი მიზეზია იმისა, რომ მსოფლიოში ალერგიული დაავადებები მკვეთრად იზრდება, აცხადებენ მეცნიერები.
ჰიგიენური ჰიპოთეზის მიხედვით, იმის გამო, რომ ადრეულ ასაკში ბავშვებს ნაკლებად აქვთ შეხება ბაქტერიებთან, სოკოებთან და პარაზიტებთან, მათი იმუნური სისტემა „ვერ იწვრთნება“, რის შედეგადაც იმუნური ტოლერანტობის სწორი ფორმირება ირღვევა — ის ან ძალიან მძაფრად რეაგირებს უცხო ანტიგენებზე, რაც ალერგიულ რეაქციებს იწვევს, ან საკუთარი უჯრედების უცხო სხეულებად აღქმას იწყებს.
მაგრამ შვედეთის Karolinska Institute-ისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ თვით ავტორებისთვისაც კი საკმაოდ მოულოდნელი შედეგები აჩვენა: მიკრობებთან ადრეული კონტაქტი არ იცავდა ლაბორატორიულ თაგვებს ალერგიული რეაქციებისგან.
მკვლევარებმა, რომელთა სტატიაც ჟურნალ
Science Immunology-ში გამოქვეყნდა, ექსპერიმენტი გენეტიკურად იდენტური ლაბორატორიული თაგვების ორ ჯგუფზე ჩაატარეს, რომლებიც დაბადებიდან სტერილურები იყვნენ, ანუ მათ ორგანიზმში არანაირი მიკრობი არ ბინადრობდა.
მეცნიერებმა მღრღნელების ერთი ჯგუფი დაბადებისთანავე სრულად სტერილურ, მეორე კი ბუნებრივის მსგავს პირობებში მოათავსეს. მეორე ჯგუფში შემავალ თაგვებს თავისუფლად შეეძლოთ თივასა თუ კომპოსტზე ცოცვა, იმ საგნების ყნოსვა, რომლებთანაც მანამდე ველურ თაგვებს ჰქონდათ კონტაქტი.
ამ ჯგუფის წრუწუნების ზრდასთან ერთად იზრდებოდა მათი მიკრობიომის მრავალფეროვნებაც (ორგანიზმში მობინადრე მიკრობები) და მათ იმუნურ სისტემას, პირველი ჯგუფისგან განსხვავებით, მეტი შესაძლებლობა ჰქონდა ვარჯიშისთვის.
თუმცა, როდესაც ასეთ უკვე „გაველურებულ“ თაგვებზე რამდენიმე ალერგენის ზემოქმედება შემოწმდა, მათი იმუნური სისტემის რეაქცია არაფრით განსხვავდებოდა მეორე, სტერილური ჯგუფის თაგვების იმუნური რეაქციისგან.
როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი სტეფან როსჰარტი ამბობს, მათი კვლევის შედეგები პირდაპირ არ ეწინააღმდეგება ჰიგიენურ ჰიპოთეზას, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვადასხვა მიკრობებთან და ინფექციებთან არასაკმარისი კონტაქტი არც ერთადერთი და არც უპირველესი მიზეზია იმისა, რომ მსოფლიოში ალერგიული დაავადებები მკვეთრად იზრდება.
მისი თქმით, აღნიშნულმა კვლევამ შესაძლოა შეცვალოს მეცნიერთა აზრი ჰიგიენური ჰიპოთეზის შესახებ და აიძულოს ისინი, სხვა ისეთ ფაქტორებსაც მიაქციონ ყურადღება, როგორებიცაა: დახურულ სივრცეში ცხოვრება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, დამაბინძურებლები და თანამედროვე გარემოში არსებული სხვა ქიმიური შენაერთები.