https://sputnik-georgia.com/20231003/zlierma-wvimam-lancxutis-municipalitetsi-problemebi-seqmna-282914406.html
ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში იმყოფებიან. 03.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-03T16:21+0400
2023-10-03T16:21+0400
2023-10-03T20:06+0400
გურია
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
ამინდი საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0b/279454338_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_5ffd6b62707fd1159cf621ed67e91cd3.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა, ნათქვამია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რამდენიმე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილია. დაზიანებულია შიდასასოფლო გზები. ჩამოშლილია მიწის მასები და რამდენიმე ადგილზე შეინიშნება მეწყრული პროცესები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც. წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, რის შედეგადაც დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. რამდენიმე ადგილზე მიწის მასა ჩამოიშალა. უამინდობამ ოზურგეთში პრობლემები შექმნა>>ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. დაზიანდა ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი.
გურია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0b/279454338_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_68d73960f256d8288190a89ca121a9d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გურია , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, საქართველო
გურია , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, საქართველო
ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
16:21 03.10.2023 (განახლებულია: 20:06 03.10.2023) მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში იმყოფებიან.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა, ნათქვამია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენიმე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილია. დაზიანებულია შიდასასოფლო გზები. ჩამოშლილია მიწის მასები და რამდენიმე ადგილზე შეინიშნება მეწყრული პროცესები.
„8 სექტემბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული და შემდეგ დროებით აღდგენილი ხორეთი-ჩოჩხათის დამაკავშირებელი ხიდი წაღებულია. ხორეთის 150-მდე მოსახლე მოწყვეტილია გარე სამყაროს. ქვედა მამათში, სადაც დროებით აღვადგინეთ და გავაკეთეთ შემოვლითი გზა, ამ ეტაპზე ის წაღებულია", – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც. წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, რის შედეგადაც დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. რამდენიმე ადგილზე მიწის მასა ჩამოიშალა.
ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. დაზიანდა ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი.