https://sputnik-georgia.com/20231003/saqartvelosi-saqalaqtasoriso-transportit-mgzavrobis-safasuri-sesazloa-gaizardos-282934732.html
საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის საფასური შესაძლოა გაიზარდოს
საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის საფასური შესაძლოა გაიზარდოს
Sputnik საქართველო
თუ ფასი არ დაიკლებს და თუნდაც ამ დონეზე დარჩება, მგზავრობის საფასურის 15-20%-ით გაზრდა მოგვიწევს, ამბობს გადამზიდავი კომპანიის დირექტორი. 03.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-03T23:53+0400
2023-10-03T23:53+0400
2023-10-03T23:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საწვავის ფასები
საზოგადოება
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251697083_0:1:3000:1689_1920x0_80_0_0_4435b7ffdbc967b19d21294872aa2eb9.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში საწვავის გაძვირების გამო საქალაქთაშორისო მგზავრობის ბილეთების საფასური ოქტომბრის შუა რიცხვებში 15-20%-ით გაიზრდება, განაცხადა კომპანია Omnibus Express-ის დირექტორმა ირაკლი კაბულაშვილმა.საქართველოში საავტომობილო საწვავის მთავარი მიმწოდებელი რუსეთია. საწვავის გაძვირებაზე გავლენა იქონია რუსეთის გადაწყვეტილებამ ბენზინის ექსპორტის შეწყვეტის შესახებ, გაძვირების მიზანს კი შიდა ბაზარზე ვითარების სტაბილიზაცია წარმოადგენს.მისი თქმით, საწვავის გაძვირება იწვევს ლოგისტიკური ხარჯების გაზრდასაც, რაც გულისხმობს კომპანიისთვის ირიბი ხარჯების მატებას.„ეს არის შეკეთება, ავტონაწილების იმპორტი, იგივე თანამშრომლების გადაადგილების ხარჯი, რაც ბუნებრივად იწვევს ჯამში ფასების დაკორექტირებას“, - განაცხადა კაბულაშვილმა.თავის მხრივ, საწვავზე ფასის ზრდის გამო ტარიფების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ დიდუბისა და ოკრიბას სადგურებზე მომუშავე მიკროავტობუსებისა და ტაქსების მძღოლები.BMG-თან საუბრისას საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მფლობელებმა განაცხადეს, რომ, მაგალითად, ბათუმის მიმართულებით ფასი ოქტომბრის ბოლომდე, სავარაუდოდ, 10 ლარით გაიზრდება. დღეისათვის თბილისიდან ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური 35 ლარს შეადგენს.ამასთან, მგზავრობის საფასურის გაზრდას ყველა კომპანია არ გეგმავს. ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის გამო მოქმედი ტარიფების გადახედვას ამ ეტაპზე არ გეგმავს ავტობუსების კომპანია „მეტრო ჯორჯია.“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251697083_0:0:2668:2001_1920x0_80_0_0_98f0f4abe5608df4f6727f4c523fea7f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საწვავის ფასები, საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საწვავის ფასები, საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის საფასური შესაძლოა გაიზარდოს
თუ ფასი არ დაიკლებს და თუნდაც ამ დონეზე დარჩება, მგზავრობის საფასურის 15-20%-ით გაზრდა მოგვიწევს, ამბობს გადამზიდავი კომპანიის დირექტორი.
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში საწვავის გაძვირების გამო საქალაქთაშორისო მგზავრობის ბილეთების საფასური ოქტომბრის შუა რიცხვებში 15-20%-ით გაიზრდება, განაცხადა კომპანია Omnibus Express-ის დირექტორმა ირაკლი კაბულაშვილმა.
საქართველოში საავტომობილო საწვავის მთავარი მიმწოდებელი რუსეთია. საწვავის გაძვირებაზე გავლენა იქონია რუსეთის გადაწყვეტილებამ ბენზინის ექსპორტის შეწყვეტის შესახებ, გაძვირების მიზანს კი შიდა ბაზარზე ვითარების სტაბილიზაცია წარმოადგენს.
„თუ ფასი დაბლა არ წამოვიდა და თუნდაც ამ ნიშნულზე შენარჩუნდა, არათუ გაიზარდა, ჩვენ მოგვიწევს ფასის 15-20%-ით გაზრდა. საწვავის ფასმა ბოლო 1 თვის განმავლობაში ჩვენთვის მოიმატა 35%-ით, ამიტომ ამ ყველაფერს რომ მარტივად გავუძლოთ, უბრალოდ შეუძლებელია. ვფიქრობთ, რომ ეს ასახვა უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის გვექნება“, - განაცხადა კაბულაშვილმა მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
მისი თქმით, საწვავის გაძვირება იწვევს ლოგისტიკური ხარჯების გაზრდასაც, რაც გულისხმობს კომპანიისთვის ირიბი ხარჯების მატებას.
„ეს არის შეკეთება, ავტონაწილების იმპორტი, იგივე თანამშრომლების გადაადგილების ხარჯი, რაც ბუნებრივად იწვევს ჯამში ფასების დაკორექტირებას“, - განაცხადა კაბულაშვილმა.
თავის მხრივ, საწვავზე ფასის ზრდის გამო ტარიფების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ დიდუბისა და ოკრიბას სადგურებზე მომუშავე მიკროავტობუსებისა და ტაქსების მძღოლები.
BMG-თან საუბრისას საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მფლობელებმა განაცხადეს, რომ, მაგალითად, ბათუმის მიმართულებით ფასი ოქტომბრის ბოლომდე, სავარაუდოდ, 10 ლარით გაიზრდება. დღეისათვის თბილისიდან ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური 35 ლარს შეადგენს.
ამასთან, მგზავრობის საფასურის გაზრდას ყველა კომპანია არ გეგმავს. ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის გამო მოქმედი ტარიფების გადახედვას ამ ეტაპზე არ გეგმავს ავტობუსების კომპანია „მეტრო ჯორჯია.“