https://sputnik-georgia.com/20231003/ra-surt-kacebs-fsiqologebma-kacebis-faruli-ocneba-gasifres-282913436.html
„რა სურთ კაცებს“: ფსიქოლოგებმა მამაკაცების ფარული ოცნება გაშიფრეს
„რა სურთ კაცებს“: ფსიქოლოგებმა მამაკაცების ფარული ოცნება გაშიფრეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. გავრცელებული მოსაზრება, თითქოს სასიყვარულო სიტყვები და კომპლიმენტები მხოლოდ ქალებს ხიბლავს, მამაკაცები კი ლოგიკით... 03.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-03T16:00+0400
2023-10-03T16:00+0400
2023-10-03T20:02+0400
სასარგებლო რჩევები
ფსიქოლოგია
ფსიქოლოგის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/03/282912970_0:125:1200:800_1920x0_80_0_0_78b9a765f45f7f71168d8aad6bab8b55.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. გავრცელებული მოსაზრება, თითქოს სასიყვარულო სიტყვები და კომპლიმენტები მხოლოდ ქალებს ხიბლავს, მამაკაცები კი ლოგიკით ხელმძღვანელობენ და ამიტომ ზედმეტი სინაზე არ სჭირდებათ, რეალობას არ შეესაბამება, აცხადებენ ფსიქოლოგები.მათი თქმით, ეს ტრადიციული შეხედულება თანდათან და მყარად უთმობს ადგილს იმის გაგებას, რომ მამაკაცებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ფრაზების მოსმენა, რომლებიც მათ მნიშვნელობას აღიარებს. ფსიქოლოგებმა რამდენიმე სიტყვა და ფრაზა დაასახელეს, რომელთა მოსმენაც, თურმე, ყველა მამაკაცის ფარული ოცნებაა.ესენია:მესმის შენი — მამაკაცს სურს თავი გამარჯვებულად იგრძნოს. და როდესაც გარემოებები ხელს არ უწყობს მას გამარჯვებაში, ყველაზე ნაკლებად კრიტიკის ან რჩევების მოსმენა უნდა იმის შესახებ, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა. ასეთ შემთხვევაში მას მხოლოდ მხარდაჭერა სჭირდება: ღიმილი, ჩახუტება და სიტყვები: „მესმის, რა რთულია ეს შენთვის. თუ ამაზე საუბარი გინდა, აქ ვარ“.ვაფასებ ყველაფერს, რასაც აკეთებ — მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია იგრძნოს, რომ მისი ზრუნვა და ყურადღება ძალიან გჭირდებათ. ეს მას არწმუნებს, რომ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში.იყავი მარტო, სანამ გჭირდება — პრობლემებში გასარკვევად მამაკაცს ზოგჯერ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სჭირდება, რათა სიტუაცია გააანალიზოს და ემოციურად განიცადოს ვითარება. და ეს შესაძლოა არანაირად არ უკავშირდებოდეს თქვენდამი დამოკიდებულებას. ამიტომ მიეცით მას მარტო ყოფნის საშუალება.მაპატიე, მართალი არ ვიყავი — კამათისას ნათქვამი საწყენი სიტყვა მამაკაცს ქალზე არანაკლებ სტკენს გულს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საბოდიშო სიტყვების მოსმენა, რათა იგრძნოს, რომ აფასებთ და განზრახ არ გიტკენიათ გული.შესანიშნავად გააკეთე — დიახ, შექება და მისით აღფრთოვანება მამაკაცისთვის ლამის სასიცოცხლოდ აუცილებელია. საქმე ისაა, რომ, როცა საყვარელი ადამიანი მის მიღწევას (თუნდაც უმნიშვნელოს) აღიარებს, ეს მამაკაცს შემდგომი „გმირობებისკენ“ უბიძგებს. ეს ეხება არა მხოლოდ სერიოზულ მიღწევებს, არამედ ყოველდღიურ წვრილმანებსაც კი.კარგად გამოიყურები — შესაძლოა მამაკაცმა არასდროს გკითხოთ, როგორ გამოიყურება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენგან კომპლიმენტის მოსმენა არ სჭირდება. პირიქით, მას ძალიანაც უნდა თქვენგან იმის დადასტურება, რომ მიმზიდველად თვლით.მადლობა — მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ საყვარელი ადამიანისგან რაც შეიძლება ხშირად მოისმინოს ეს უბრალო სიტყვა. ეს ნიშნავს, რომ ამჩნევთ და აფასებთ ყველაფერს, რასაც ის თქვენთვის აკეთებს.მჭირდები — ამ სიტყვის მოსმენა მამაკაცს პირდაპირ ფრთებს ასხამს. ის ფაქტი, რომ თქვენ მას სანდო პარტნიორად აღიქვამთ, უმნიშვნელოვანესია მისი თვითშეფასების და თავდაჯერებულობისთვის.მე მჯერა შენი — ამ სიტყვებით მამაკაცი რწმუნდება, რომ მისი ძალებისა გჯერათ. უფრო მეტიც, თავადაც იჯერებს საკუთარ შესაძლებლობებს და მტკიცედ ცდილობს მიზნის მიღწევას.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/03/282912970_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_e87a6bb9856af54482e3971678f441a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ფსიქოლოგია , ფსიქოლოგის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ფსიქოლოგია , ფსიქოლოგის რჩევები
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. გავრცელებული მოსაზრება, თითქოს სასიყვარულო სიტყვები და კომპლიმენტები მხოლოდ ქალებს ხიბლავს, მამაკაცები კი ლოგიკით ხელმძღვანელობენ და ამიტომ ზედმეტი სინაზე არ სჭირდებათ, რეალობას არ შეესაბამება, აცხადებენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, ეს ტრადიციული შეხედულება თანდათან და მყარად უთმობს ადგილს იმის გაგებას, რომ მამაკაცებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ფრაზების მოსმენა, რომლებიც მათ მნიშვნელობას აღიარებს.
ფსიქოლოგებმა რამდენიმე სიტყვა და ფრაზა დაასახელეს, რომელთა მოსმენაც, თურმე, ყველა მამაკაცის ფარული ოცნებაა.
მესმის შენი — მამაკაცს სურს თავი გამარჯვებულად იგრძნოს. და როდესაც გარემოებები ხელს არ უწყობს მას გამარჯვებაში, ყველაზე ნაკლებად კრიტიკის ან რჩევების მოსმენა უნდა იმის შესახებ, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა. ასეთ შემთხვევაში მას მხოლოდ მხარდაჭერა სჭირდება: ღიმილი, ჩახუტება და სიტყვები: „მესმის, რა რთულია ეს შენთვის. თუ ამაზე საუბარი გინდა, აქ ვარ“.
ვაფასებ ყველაფერს, რასაც აკეთებ — მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია იგრძნოს, რომ მისი ზრუნვა და ყურადღება ძალიან გჭირდებათ. ეს მას არწმუნებს, რომ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში.
იყავი მარტო, სანამ გჭირდება — პრობლემებში გასარკვევად მამაკაცს ზოგჯერ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სჭირდება, რათა სიტუაცია გააანალიზოს და ემოციურად განიცადოს ვითარება. და ეს შესაძლოა არანაირად არ უკავშირდებოდეს თქვენდამი დამოკიდებულებას. ამიტომ მიეცით მას მარტო ყოფნის საშუალება.
მაპატიე, მართალი არ ვიყავი — კამათისას ნათქვამი საწყენი სიტყვა მამაკაცს ქალზე არანაკლებ სტკენს გულს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საბოდიშო სიტყვების მოსმენა, რათა იგრძნოს, რომ აფასებთ და განზრახ არ გიტკენიათ გული.
შესანიშნავად გააკეთე — დიახ, შექება და მისით აღფრთოვანება მამაკაცისთვის ლამის სასიცოცხლოდ აუცილებელია. საქმე ისაა, რომ, როცა საყვარელი ადამიანი მის მიღწევას (თუნდაც უმნიშვნელოს) აღიარებს, ეს მამაკაცს შემდგომი „გმირობებისკენ“ უბიძგებს. ეს ეხება არა მხოლოდ სერიოზულ მიღწევებს, არამედ ყოველდღიურ წვრილმანებსაც კი.
კარგად გამოიყურები — შესაძლოა მამაკაცმა არასდროს გკითხოთ, როგორ გამოიყურება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენგან კომპლიმენტის მოსმენა არ სჭირდება. პირიქით, მას ძალიანაც უნდა თქვენგან იმის დადასტურება, რომ მიმზიდველად თვლით.
მადლობა — მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ საყვარელი ადამიანისგან რაც შეიძლება ხშირად მოისმინოს ეს უბრალო სიტყვა. ეს ნიშნავს, რომ ამჩნევთ და აფასებთ ყველაფერს, რასაც ის თქვენთვის აკეთებს.
მჭირდები — ამ სიტყვის მოსმენა მამაკაცს პირდაპირ ფრთებს ასხამს. ის ფაქტი, რომ თქვენ მას სანდო პარტნიორად აღიქვამთ, უმნიშვნელოვანესია მისი თვითშეფასების და თავდაჯერებულობისთვის.
მე მჯერა შენი — ამ სიტყვებით მამაკაცი რწმუნდება, რომ მისი ძალებისა გჯერათ. უფრო მეტიც, თავადაც იჯერებს საკუთარ შესაძლებლობებს და მტკიცედ ცდილობს მიზნის მიღწევას.