მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნავთობზე მსოფლიო ფასები დაეცა: ბირჟის მონაცემები

© photo: Sputnik / ISABEL INFANTES
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2023
გამოწერა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. სამშაბათის დილის ვაჭრობაზე ეტალონური მარკის ნავთობზე საორიენტაციო ფასი დაეცა, ნათქვამია ბირჟის მონაცემებში.
არსებული ცობით, ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობზე დეკემბრის ფიუჩერსების ფასმა 0,97 დოლარით (1,07%) დაიწია და ბარელზე 89,74 დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ნოემბრის ფიუჩერსების ფასმა WTI-ს მარკის ნავთობზე 0,74 დოლარით (0,83%) დაიწია და ბარელზე 88,08 დოლარს მიაღწია.
გასულ კვირაში Brent-ზე ნოემბრის ფიუჩერსები ლონდონის ICE Futures ბირჟაზე 97,3 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო WTI-ზე ნოემბრის ფიუჩერსები ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟა NYMEX-ზე – 94,59 დოლარი.
ექსპერტების თქმით, სასაქონლო ბაზრებისთვის მთავარი უარყოფითი ფაქტორი დოლარის გამყარება გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობამ შათდაუნის თავიდან აცილება მოახერხა. გარდა ამისა, ამას ხელი შეუწყო ფედერალური სარეზერვო განაკვეთების ახალი ზრდის საფრთხეებმაც.
აღინიშნება, რომ ICE ინდექსი, რომელიც დოლარის დინამიკას აჩვენებს მსოფლიოს ექვსი ძირითადი ვალუტის მიმართ, ყველაზე მაღალია გასული წლის ნოემბრის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0