მოსაზრება: Namejs 2023-მა კინაღამ დაღუპა ლატვია

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2023
გამოწერა
ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების სამხედრო წვრთნების Namejs 2023-ის შედეგები აშშ-ის, დანიის, ესტონეთისა და ლიტვის ჯარების მონაწილეობით ადასტურებს ნატოს მადესტაბილიზებელ როლს ბალტიის რეგიონში. ვაშინგტონი და ბრიუსელი მიზანმიმართულად უბიძგებენ ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთთან უაზრო და აშკარად დამღუპველი სამხედრო კონფლიქტისკენ. ლიმიტროფებისთვის მსხვერპლის როლია მომზადებული გლობალურ ბრძოლაში აშშ-ის ჰეგემონიის შესანარჩუნებლად.
ლატვიის მთელ ტერიტორიაზე და მის საჰაერო სივრცეში 5 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ადგილობრივი მედიის განსაზღვრებით, ეროვნული შეიარაღებული ძალების კომპლექსური და „ამბიციური“ წვრთნები Namejs 2023 გაიმართა. მასში 8500 ჯარისკაცი მონაწილეობდა შეერთებული შტატების, დანიის, ესტონეთისა და ლიტვის ქვედანაყოფების ჩათვლით. სამხედრო ტექნიკა ინტენსიურად ბლოკავდა მოძრაობას საერთო დანიშნულების გზებზე და რიგის ქუჩებშიც კი. პოლიგონებზე სროლა ისმოდა, ნატოს მოიერიშე თვითმფრინავები უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე დაგრუხუნებდნენ და ლატვიელი ფერმერების რძის მოსავალს ამცირებდნენ.
მეზობელ ლიტვაში, შაულაის ავიაბაზაზე ნატომ შორი სარადარო აღმოჩენისა და მართვის რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავები განათავსა, რომელთა რადიუსი 400 კმ-ზე მეტია. ასე სწავლობდა ეროვნული სამხედრო ძალები „რუსული აგრესიის“ მოგერიებას.
Namejs 2023-ის ფარგლებში ჩატარდა ყოველწლიური მანევრები Sudraba bulta, რომელშიც ლატვიის სახმელეთო ჯარების მექანიზებული ქვეითი ბრიგადის, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის 3000 ჯარისკაცი იყო ჩართული. ასე პასუხობს რიგა „უსაფრთხოების ცვალებად გამოწვევებს“. მაგრამ რეალურად რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან პროვოკაციულმა აურზაურმა შეიძლება ტრაგიკული შედეგები გამოიწვიოს ლატვიისა და ნატოსთვის.
Namejs 2023-ის მანევრების ყველაზე ელვარე ეპიზოდი იყო ლატვიის არმიის მიერ თვითმფრინავის დაკარგვა რუსეთის საზღვართან. არსებობს ალბათობა, რომ 23 სექტემბერს დრონი რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შემთხვევით თუ განზრახ — ეს მთავარი არაა, რადგან ეს რუსეთის სამხედრო პასუხის პრეცედენტია.
ნატოს უპილოტო საფრენ აპარატს, რომელიც „100 ათას ევროზე მეტი ღირდა“, ბორტზე შესაძლოა მხოლოდ სადაზვერვო აღჭურვილობა არ ჰქონოდა. რუსეთთან ალიანსის მარიონეტულ ომში სრულებით არ არის გამორიცხული მასობრივი განადგურების იარაღის „შემთხვევითი“ გამოყენება.
რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური ჯარების მეთაურის იგორ კირილოვის თქმით, შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში ავითარებს და იყენებს ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ. უფრო მეტიც: „COVID-19-ის განვითარების სცენარის განხორციელება და USAID-ს პროგრამა „პრედიქტის“ საგანგებო დასრულება 2019 წელს პანდემიის მიზანმიმართულ ხასიათსა და მის გაჩენაში შეერთებული შტატების ჩართვაზე მიგვანიშნებს“.
რუსეთის საზღვრებთან უშუალო სიახლოვეს 50-ზე მეტი ბიოლოგიური ლაბორატორიაა, რომელსაც პენტაგონი „ნომენკლატურის" მიხედვით აკონტროლებს: ქოლერა, ტულარემია, ჭირი, ყირიმ-კონგოს ცხელება, ჰანტავირუსები. არსებობს ინფორმაცია შეერთებულ შტატებში დრონებზე დაფუძნებული ბიოლოგიური იარაღის მიწოდებისა და გამოყენების ტექნიკური საშუალებების შემუშავების შესახებ.
დასავლეთს არ უნდა ჰქონდეს ილუზია: რუსეთს ძალუძს უპასუხოს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ნატოს ბიოლოგიურ შეტევას ბირთვული დარტყმით.

პოტენციური განსხვავება

Global Firepower-ის გლობალურ რეიტინგში სამხედრო სიძლიერის მიხედვით ლატვია 95-ე ადგილზეა სომხეთსა და ურუგვაის შორის. ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალები 6500 აქტიურ სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. სახმელეთო ქვედანაყოფები შეიარაღებულია 38 საარტილერიო ერთეულით, ოთხი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებითა და დაახლოებით 1900 სატრანსპორტო საშუალებით (ტანკები არ ჰყავთ). საზღვაო ძალები წარმოდგენილია ნაღმსატყორცნებითა და საპატრულო ნავებით 18 საბრძოლო ერთეულის ოდენობით. ლატვიის საბრძოლო ავიაცია ორი ვერტმფრენია.
ასეთი ძალებით მსოფლიოში უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს საზღვრებთან პროვოკაციული აურზაურის წამოწყება თავხედობისა და უგუნურების ნაზავია, თუნდაც რესპუბლიკაში შეერთებული შტატებისა და ნატოს სამხედრო ყოფნის გათვალისწინებით.
Namejs 2023-ზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პორტების დაცვას, რადგან რუსეთთან ომის შემთხვევაში მათ უნდა უზრუნველყონ ჯარისკაცების და ალიანსის სამხედრო ტექნიკის უწყვეტი მიწოდება ლატვიის ტერიტორიაზე. თუმცა რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის არც პენტაგონის მებრძოლები არ არიან „წმინდა ძროხები".
New York Times-ის ცნობით, უკრაინის ოპერაციების თეატრში ოცი ამერიკელი მოხალისე დაიღუპა, ათობით დაჭრილი რეინჯერი კი გერმანიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რა თქმა უნდა, ნატოს დაღუპულთა სიები რეგულარულად ახლდება. პოლონეთის არმიამ სხვაზე მეტი დანაკარგი განიცადა უკრაინაში — დაიღუპა დაახლოებით 2500 ჯარისკაცი.
თვითმფრინავის უცნაური გაუჩინარების შემდეგ ლატვიის თავდაცვის სამინისტრო აშკარად შეშფოთებულია. სიტუაციას ართულებს უკრაინის სპეცსამსახურების აქტიურობა, რომლებიც სარგებლობენ ბალტიისპირეთის ქვეყნებში „მათი“ ლტოლვილების მნიშვნელოვანი რაოდენობის არსებობით.
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და უშიშროების სამსახურის აგენტებს შეუძლიათ, რომ დრონები რუსეთში არსებული ობიექტებისკენ მცირედ დასახლებული ტერიტორიებიდან გაუშვან. მაგალითად, ლატგალიიდან. თუმცა ბალტიის იმედები დაუსჯელობაზე სასაცილოა. არანაკლებ საშიშია მსგავსი „სადაზვერვო“ ფრენები ფინეთის ტერიტორიაზე, რომელიც ნატოს ახალ ანტირუსულ პლაცდარმად იქცა.
ალიანსის წრიალი ბალტიის რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს. Namejs 2023-ის ლეგენდა და სიტუაციის არაპროპორციული უპილოტო აქტივობა კიდევ ერთი ნაბიჯია რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტისკენ, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ჩრდილოეთ ევროპისთვის ჩავარდნით დასრულდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0