GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

© courtesy of Georgian Water and Power - GWP LTDკომპანია GWP
კომპანია GWP - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2023
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, გლდანის რაიონის მოსახლეობას 3 ოქტომბრის 23:00 საათიდან 4 ოქტომბრის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, GWP 3 ოქტომბერს გლდანის რაიონში, მიქატაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
უწყების ინფორმაციით, გადაერთების სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში: კარლო მებაღიშვილის ქუჩას, თიანეთის გზატკეცილს, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, ტიხონოვის, ზაქარია მაისურაძის, ვასილ გილისაშვილის, ბარბარე გამრეკელის, ვლადიმერ ჟღენტის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0