დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2023
გამოწერა
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ე.წ. დირსის დასახლებაში სხვადასხვა მესაკუთრისგან დაიქირავეს ბინები, აღნიშნული ქონება საკუთრებად გაასაღეს და დაზარალებულებს მიგირავებას დაპირდნენ.

„ამ მიზნით მოტყუებით ართმევდნენ თანხებს და ეუბნებოდნენ, რომ აღნიშნული ბინები იპოთეკით უკვე ჰქონდათ დატვირთული, რისი მოხსნის შემდგომაც, თითქოსდა მათთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებს გააფორმებდნენ", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულები ოთხი დაზარალებულის კუთვნილ 125 ათასამდე ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე 29 სექტემბერს დააკავეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით (თაღლითობა დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ყველა ახალი ამბავი
0