https://sputnik-georgia.com/20231003/bordoshi-qartuli-gvinis-prezentacia-gaimarta-282884493.html
ბორდოში ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა
ბორდოში ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა
Sputnik საქართველო
გამოფენა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გამართა. 03.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-03T09:48+0400
2023-10-03T09:48+0400
2023-10-03T16:02+0400
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საფრანგეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24122/56/241225617_0:71:1365:839_1920x0_80_0_0_7a69a7feb252f13afd1022b9eb08bfb0.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ქალაქ ბორდოში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ქართული ღვინისა და ქართული რაგბის პოპულარიზაციის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმითაა გათვალისწინებული.ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრ Cité du Vin-ში ღვინის ეროვნული სააგენტოს უშუალო ორგანიზებითა და საფრანგეთში საქართველო საელჩოს მხარდაჭერით გამართული ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიება ორ ნაწილს მოიცავდა: ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია, რომელსაც 80-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო, ასევე საზეიმო ვახშამი სტუმრებისთვის, რომელთა შორის მსოფლიო რაგბის, საფრანგეთის სარაგბო ფედერაციის, ფიჯის სარაგბო გაერთიანების, საქართველოს რაგბის კავშირის, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს და საკონსულოს წარმომადგენლები იყვნენ. საზეიმო ვახშამს ესწრებოდნენ ქართველი ვეტერანი მორაგბეებიც, რომლებიც სხვადასხვა დროს საფრანგეთის კლუბებში თამაშობდნენ. ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ქართველი მორაგბეებიც იზრუნებენ>>>გამოფენა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გამართა.ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ყველა იმ მსხვილი საერთაშორისო ტურნირის თანმდევი გახდება, რომელშიც ქართველი „ბორჯღალოსნები" მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24122/56/241225617_0:51:1365:1075_1920x0_80_0_0_eb3a4def5e26809ea1e209f83c75b7f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საფრანგეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საფრანგეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
ბორდოში ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა
09:48 03.10.2023 (განახლებულია: 16:02 03.10.2023) გამოფენა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გამართა.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ქალაქ ბორდოში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ქართული ღვინისა და ქართული რაგბის პოპულარიზაციის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმითაა გათვალისწინებული.
ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრ Cité du Vin-ში ღვინის ეროვნული სააგენტოს უშუალო ორგანიზებითა და საფრანგეთში საქართველო საელჩოს მხარდაჭერით გამართული ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიება ორ ნაწილს მოიცავდა: ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია, რომელსაც 80-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო, ასევე საზეიმო ვახშამი სტუმრებისთვის, რომელთა შორის მსოფლიო რაგბის, საფრანგეთის სარაგბო ფედერაციის, ფიჯის სარაგბო გაერთიანების, საქართველოს რაგბის კავშირის, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს და საკონსულოს წარმომადგენლები იყვნენ. საზეიმო ვახშამს ესწრებოდნენ ქართველი ვეტერანი მორაგბეებიც, რომლებიც სხვადასხვა დროს საფრანგეთის კლუბებში თამაშობდნენ.
გამოფენა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გამართა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ყველა იმ მსხვილი საერთაშორისო ტურნირის თანმდევი გახდება, რომელშიც ქართველი „ბორჯღალოსნები" მიიღებენ მონაწილეობას.