https://sputnik-georgia.com/20231003/abastumnis-rekonstruqcia-aqtiurad-mimdinareobs-282922027.html
კურორტ აბასთუმნის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება
კურორტ აბასთუმნის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება
Sputnik საქართველო
განახლებული აბასთუმანი პირველ სტუმრებს 2025 წლის ზაფხულის სეზონზე უმასპინძლებს. 03.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-03T17:24+0400
2023-10-03T17:24+0400
2023-10-03T21:03+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1d/279108636_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_6131235d549024b1b123ad0793f1739e.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. განახლებული აბასთუმანი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დასრულების შემდეგ სტუმრების მიღებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეძლებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ინვესტორებთან შეხვედრაზე. აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა აბასთუმანში არსებული XIX-XX საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. ასევე შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა. მისი თქმით, სახელმწიფო მუდმივ კომუნიკაციაშია ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს აბასთუმნის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები და კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები. საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ობიექტის 10-მდე ინვესტორმა. ინვესტორებმა ვიცე-პრემიერს პირადად მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარი ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სამუშაოები გეგმის მიხედვით ხორციელდება. თავის მხრივ, დავითაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო. მინისტრის თქმით, კურორტის განვითარების მიზნით სახელმწიფო მუდმივ კომუნიკაციაშია კერძო სექტორთან, რომლებიც ჩართული არიან კურორტის რეაბილიტაციაში. აბასთუმანი სტუმრებს 2025 წლის ზაფხულის სეზონზე უმასპინძლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1d/279108636_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_620caae003e37e201928ff0c990dea96.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
კურორტ აბასთუმნის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება
17:24 03.10.2023 (განახლებულია: 21:03 03.10.2023) განახლებული აბასთუმანი პირველ სტუმრებს 2025 წლის ზაფხულის სეზონზე უმასპინძლებს.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. განახლებული აბასთუმანი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დასრულების შემდეგ სტუმრების მიღებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეძლებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ინვესტორებთან შეხვედრაზე.
აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა აბასთუმანში არსებული XIX-XX საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. ასევე შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა.
„დღეის მდგომარეობით, მიმდინარე თუ შესრულებული სამუშაოები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ განახლებული აბასთუმანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს", – აღნიშნა დავითაშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფო მუდმივ კომუნიკაციაშია ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად აბასთუმანი გახდება უნიკალური კურორტი, რომელიც ათასობით სტუმარს მიიღებს", – განაცხადა დავითაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს აბასთუმნის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები და კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები. საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ობიექტის 10-მდე ინვესტორმა.
ინვესტორებმა ვიცე-პრემიერს პირადად მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარი ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სამუშაოები გეგმის მიხედვით ხორციელდება. თავის მხრივ, დავითაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო.
მინისტრის თქმით, კურორტის განვითარების მიზნით სახელმწიფო მუდმივ კომუნიკაციაშია კერძო სექტორთან, რომლებიც ჩართული არიან კურორტის რეაბილიტაციაში. აბასთუმანი სტუმრებს 2025 წლის ზაფხულის სეზონზე უმასპინძლებს.