https://sputnik-georgia.com/20231002/swavla-msoflios-sauketeso-universitetebsi-raribasvilma-ganatlebis-centris-musaoba-seajama-282885228.html
სწავლა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში: ღარიბაშვილმა განათლების ცენტრის მუშაობა შეაჯამა
სწავლა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში: ღარიბაშვილმა განათლების ცენტრის მუშაობა შეაჯამა
Sputnik საქართველო
განათლების საერთაშორისო ცენტრი აფინანსებს საერთაშორისო სამაგისტრო, სადოქტორო და აკადემიურ პროგრამებს. 02.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-02T19:58+0400
2023-10-02T19:58+0400
2023-10-27T13:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267404370_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_7cc6876092e989433ad3692a73930bba.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. რვა წლის განმავლობაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა განათლების საერთაშორისო ცენტრში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრის კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა, ათასზე მეტი სტიპენდია გასცა. სტიპენდია მოიცავს როგორც სწავლის საფასურს საზღვარგარეთ სწავლისთვის, ასევე ცხოვრების ხარჯებს.პრემიერის თქმით, განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს აქვს ძალიან კარგი ხედვები, ის აპირებს ახალი რეფორმების დაწყებას, რომელთა მთავარი იდეა არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი, განათლებული ადამიანური კაპიტალი.„ეს ადამიანური კაპიტალი უნდა მივმართოთ ასევე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, მთავარი იდეა სწორედ ამაში მდგომარეობდა. იცით, რომ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ, მხარში დავუდგეთ ჩვენს ახალგაზრდებს, წარჩინებულ სტუდენტებს. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ახალგაზრდებს“, – განაცხადა პრემიერმა.განათლების საერთაშორისო ცენტრი აფინანსებს საერთაშორისო სამაგისტრო, სადოქტორო და აკადემიურ პროგრამებს, ხელს უწყობს უცხოეთში ნიჭიერი ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267404370_66:0:1271:904_1920x0_80_0_0_bc3b735912cad3821e754f7c5eda50be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სწავლა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში: ღარიბაშვილმა განათლების ცენტრის მუშაობა შეაჯამა
19:58 02.10.2023 (განახლებულია: 13:57 27.10.2023) განათლების საერთაშორისო ცენტრი აფინანსებს საერთაშორისო სამაგისტრო, სადოქტორო და აკადემიურ პროგრამებს.
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. რვა წლის განმავლობაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა განათლების საერთაშორისო ცენტრში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრის კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა, ათასზე მეტი სტიპენდია გასცა. სტიპენდია მოიცავს როგორც სწავლის საფასურს საზღვარგარეთ სწავლისთვის, ასევე ცხოვრების ხარჯებს.
„8 წლის განმავლობაში ჩვენ დავაფინანსეთ 1200-მდე წარმატებული, წარჩინებული სტუდენტი. ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს და ამის თაობაზე ახალ მინისტრთან უკვე გვაქვს საუბარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს აქვს ძალიან კარგი ხედვები, ის აპირებს ახალი რეფორმების დაწყებას, რომელთა მთავარი იდეა არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი, განათლებული ადამიანური კაპიტალი.
„ეს ადამიანური კაპიტალი უნდა მივმართოთ ასევე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, მთავარი იდეა სწორედ ამაში მდგომარეობდა. იცით, რომ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ, მხარში დავუდგეთ ჩვენს ახალგაზრდებს, წარჩინებულ სტუდენტებს. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ახალგაზრდებს“, – განაცხადა პრემიერმა.
განათლების საერთაშორისო ცენტრი აფინანსებს საერთაშორისო სამაგისტრო, სადოქტორო და აკადემიურ პროგრამებს, ხელს უწყობს უცხოეთში ნიჭიერი ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებას.