https://sputnik-georgia.com/20231002/oqtombershi-gvinis-dgeebi-saqartveloshi-gaimarteba-282849951.html
ოქტომბერში გაიმართება „ღვინის დღეები საქართველოში"
ოქტომბერში გაიმართება „ღვინის დღეები საქართველოში"
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ქვეყნის მასშტაბით 7-15 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდება ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“, ნათქვამია ღონისძიების... 02.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-02T10:29+0400
2023-10-02T10:29+0400
2023-10-02T15:05+0400
საქართველო
ქართული ღვინო
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268640156_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_09f696aa39ec0f4964c4a84340d78606.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ქვეყნის მასშტაბით 7-15 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდება ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებაში. ფესტივალის სტუმრებს დატვირთული პროგრამა ელოდებათ – ქართული ღვინოების გამოფენა-გაყიდვა, გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები და კონცერტები თანამედროვე ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ქართული სამზარეულოს კუთხე. ფესტივალი ერთდროულად ჩატარდება ქვეყნის ქალაქებში: თბილისი, თელავი, ქუთაისი, გორი, ბათუმი, მარნეული, მცხეთა, ყვარელი, ჩოხატაური, ახმეტა, თერჯოლა, ახალციხე, დედოფლისწყარო, ოზურგეთი, სიღნაღი, მარტვილი, საგარეჯო, ბოლნისი, ლაგოდეხი, ზესტაფონი, გურჯაანი, ბაღდათი და ზუგდიდი. ფესტივალის გახსნის დღეს თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ელოდებათ ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები, გამოფენა „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია". ადგილზე შესაძლებელი იქნება კალიგრაფიის გაკვეთილზე დასწრება და ღვინის დღეების გახსნის აღსანიშნავად მისალოცი ბარათის დამზადება. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს დი-ჯეი Nika J, საღამოს კი ბენდი „თამადა" დაუკრავს.საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება.საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.2013 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268640156_211:0:2428:1663_1920x0_80_0_0_636cc2b2f5287718867cd66249c83fb3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ღვინო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ღვინო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ქვეყნის მასშტაბით 7-15 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდება ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებაში.
ფესტივალის სტუმრებს დატვირთული პროგრამა ელოდებათ – ქართული ღვინოების გამოფენა-გაყიდვა, გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები და კონცერტები თანამედროვე ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ქართული სამზარეულოს კუთხე.
ფესტივალი ერთდროულად ჩატარდება ქვეყნის ქალაქებში: თბილისი, თელავი, ქუთაისი, გორი, ბათუმი, მარნეული, მცხეთა, ყვარელი, ჩოხატაური, ახმეტა, თერჯოლა, ახალციხე, დედოფლისწყარო, ოზურგეთი, სიღნაღი, მარტვილი, საგარეჯო, ბოლნისი, ლაგოდეხი, ზესტაფონი, გურჯაანი, ბაღდათი და ზუგდიდი.
ფესტივალის გახსნის დღეს თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ელოდებათ ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები, გამოფენა „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია". ადგილზე შესაძლებელი იქნება კალიგრაფიის გაკვეთილზე დასწრება და ღვინის დღეების გახსნის აღსანიშნავად მისალოცი ბარათის დამზადება.
ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს დი-ჯეი Nika J, საღამოს კი ბენდი „თამადა" დაუკრავს.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.