https://sputnik-georgia.com/20231002/nobelis-premia-2023-or-mecniers-gadaeca-282869612.html
ნობელის პრემია მედიცინაში ორ მეცნიერს გადაეცა
ნობელის პრემია მედიცინაში ორ მეცნიერს გადაეცა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში წელს უნგრელ ბიოქიმიკოს კატალინ კარიკოსა და ამერიკელ დრიუ ვაისმანს მიენიჭა... 02.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-02T14:31+0400
2023-10-02T14:31+0400
2023-10-02T19:32+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ნობელის პრემია
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23757/35/237573561_0:102:2048:1254_1920x0_80_0_0_08a5ed6f55092c8a4d4ff53b21782258.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში წელს უნგრელ ბიოქიმიკოს კატალინ კარიკოსა და ამერიკელ დრიუ ვაისმანს მიენიჭა აღმოჩენებისთვის, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტური mRNA ვაქცინების შექმნას დაედო საფუძვლად.აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ტექნოლოგიას ეფუძნებოდა Pfizer-ისა და Moderna-ს ანტოკოვიდური ვაქცინები.პრემიის თანხა 11 მლნ შვედურ კრონას, ანუ 1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში 3 ოქტომბერს, ქიმიაში — 4 ოქტომბერს, ლიტერატურაში — 5 ოქტომბერს, ხოლო ეკონომიკაში 9 ოქტომბერს დასახელდებიან. რაც შეეხება ნობელის მშვიდობის პრემიის მომდევნო ლაურეატს, მისი ვინაობა ოსლოში 6 ოქტომბერს გაირკვევა.ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 1901 წლიდან გაიცემა. 2023 წლამდე ჯილდო 225-მა სწავლულმა მიიღო, რომელთა შორის 12 ქალია. პრიზი 40-ჯერ მიენიჭა ერთ მეცნიერს, 34-ჯერ ორ ლაურეატზე გაიყო, 39-ჯერ კი სამ მეცნიერზე განაწილდა. არსებული წესებით, ნობელის პრემიის სამზე მეტი მეცნიერისთვის ერთდროულად გადაცემა არ დაიშვება.ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი მედიცინაში კანადელი ფრედერიკ ბანტინგია. ის 1923 წელს დააჯილდოვეს, როდესაც 32 წლის იყო. ყველაზე ასაკოვანი ლაურეატი კი 87 წლის პეიტონ როუზი იყო. ის „ონკოგენური ვირუსების აღმოჩენისთვის" დააჯილდოვეს 1966 წელს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23757/35/237573561_120:0:1928:1356_1920x0_80_0_0_479a0196a832829fb4cf626887a4723c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ნობელის პრემია, covid-19
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ნობელის პრემია, covid-19
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში წელს უნგრელ ბიოქიმიკოს კატალინ კარიკოსა და ამერიკელ დრიუ ვაისმანს მიენიჭა აღმოჩენებისთვის, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტური mRNA ვაქცინების შექმნას დაედო საფუძვლად.
„კატალინ კარიკოსა და დრიუ ვაისმანის აღმოჩენებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტური mRNA ვაქცინების შემუშავებაში პანდემიის დროს, რომელიც 2020 წელს დაიწყო“, — ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ტექნოლოგიას ეფუძნებოდა Pfizer-ისა და Moderna-ს ანტოკოვიდური ვაქცინები.
პრემიის თანხა 11 მლნ შვედურ კრონას, ანუ 1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში 3 ოქტომბერს, ქიმიაში — 4 ოქტომბერს, ლიტერატურაში — 5 ოქტომბერს, ხოლო ეკონომიკაში 9 ოქტომბერს დასახელდებიან. რაც შეეხება ნობელის მშვიდობის პრემიის მომდევნო ლაურეატს, მისი ვინაობა ოსლოში 6 ოქტომბერს გაირკვევა.
ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 1901 წლიდან გაიცემა. 2023 წლამდე ჯილდო 225-მა სწავლულმა მიიღო, რომელთა შორის 12 ქალია. პრიზი 40-ჯერ მიენიჭა ერთ მეცნიერს, 34-ჯერ ორ ლაურეატზე გაიყო, 39-ჯერ კი სამ მეცნიერზე განაწილდა. არსებული წესებით, ნობელის პრემიის სამზე მეტი მეცნიერისთვის ერთდროულად გადაცემა არ დაიშვება.
ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი მედიცინაში კანადელი ფრედერიკ ბანტინგია. ის 1923 წელს დააჯილდოვეს, როდესაც 32 წლის იყო. ყველაზე ასაკოვანი ლაურეატი კი 87 წლის პეიტონ როუზი იყო. ის „ონკოგენური ვირუსების აღმოჩენისთვის" დააჯილდოვეს 1966 წელს.