მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შევიძენთ „გაზპრომზე“ უფრო იაფად: მოლდოვამ რუსულ გაზზე უარი თქვა

© photo: Sputnik / Viktor Tolochko
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2023
გამოწერა
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. მოლდოვა აღარ შეიძენს ბუნებრივ აირს რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომისგან“, განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ვიქტორ პარლიკოვმა.

„ჩვენ აღარ შევიძენთ ბუნებრივ აირს „გაზპრომისგან“ კონსტიტუციური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისთვის“, — დააზუსტა მან.

მოლდოველი მინისტრის თქმით, რესპუბლიკა გაზს ევროპულ ბაზარზე იყიდის, თანაც იმაზე დაბალ ფასად, ვიდრე ეს „გაზპრომთან“ კონტრაქტში გაწერილი ფორმულით იყო გათვალისწინებული.
2021 წელს მოლდოვის ხელისუფლება „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივებას იმ პირობით დაეთანხმა, რომ 2022 წელს „მოლდოვგაზის“ ვალების აუდიტი ჩატარდებოდა. მოგვიანებით „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ კიშინიოვისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის უფლებას იტოვებს, რადგან ქვეყნის ხელისუფლება დავალიანების საკითხის მოგვარებას არ ჩქარობს.
კიშინიოვი მზად არის, გადაუხადოს რუსულ კომპანიას 8,6 მილიონი დოლარი, მაშინ, როცა „გაზპრომი“ გაცილებით დიდ თანხას — 709 მილიონს მოითხოვს. ამასთან ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მოლდოვას „გაზპრომის“ არანაირი ვალი არ აქვს.
გასული წლის დეკემბრიდან „მოლდოვაგაზი“ ბუნებრივ აირს ორი წყაროდან იღებდა — Energocom-დან და „გაზპრომიდან“. რუსული გაზი იგზავნება დნესტრისპირეთში, დანარჩენი მოლდოვა კი გაზს დაგროვილი მარაგებიდან იყენებს.
ყველა ახალი ამბავი
0