აშშ-ის უარი კიევის დაფინანსებაზე: კრემლში კომენტარი გაკეთდა

© photo: Sputnik / Sergei Piatakov
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2023
გამოწერა
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება, შეუჩეროს კიევს დაფინანსება, დროებით ხასიათისაა, მიაჩნია რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანს დმიტრი პესკოვს.

„აშკარაა, რომ ეს დროებითი მოვლენაა და, რა თქმა უნდა, ამერიკა განაგრძობს ამ კონფლიქტში ჩართულობას, ფაქტობრივად, უშუალო ჩართულობას“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

კვირას ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ კანონს, რომელიც მთავრობის დაფინანსებას 45 დღის ვადით — 17 ნოემბრამდე ახანგრძლივებს. ამასთან, კანონი არ ითვალისწინებს უკრაინის საჭიროებებისთვის თანხების გამოყოფას.
თავად ბაიდენმა მანამდე განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ვერავითარ შემთხვევაში ვერ მისცემს თავს უფლებას“, შეწყვიტოს კიევის მხარდაჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0