https://sputnik-georgia.com/20231002/iaeas-rezolucia-fxenianis-birtvul-programaze-282850800.html
„ორგანიზაცია-რეპტილია“: ფხენიანმა IAEA რეზოლუციის გამო გააკრიტიკა
„ორგანიზაცია-რეპტილია“: ფხენიანმა IAEA რეზოლუციის გამო გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციას (IAEA) არ აქვს უფლებამოსილება, მიიღოს რეზოლუციები ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ... 02.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-02T11:36+0400
2023-10-02T11:36+0400
2023-10-02T15:36+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ჩრდილოეთი კორეა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23777/53/237775336_0:160:3077:1890_1920x0_80_0_0_bf503a17c7089bc7c7be58b594308690.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციას (IAEA) არ აქვს უფლებამოსილება, მიიღოს რეზოლუციები ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროექტებზე, აცხადებენ ფხენიანში.მანამდე, გასულ კვირაში IAEA-ს წევრმა ქვეყნებმა ვენაში გამართულ 67-ე კონფერენციაზე მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდეს ფხენიანს, შეაჩეროს ბირთვული იარაღის პროგრამა და დაიცვას ვალდებულებები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად.ფხენიანში ამ ფაქტს IAEA-ს „არანორმალური ქცევა“ უწოდეს, რომელიც, მათი თქმით, „ორგანიზაცია-რეპტილიად გადაიქცა“ და მხოლოდ აშშ-ის ინტერესებს ემსახურება.როგორც ჩრდილოეთ კორეის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ფხენიანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან 1994 წელს გავიდა და, შესაბამისად, IAEA-ს არ აქვს უფლებამოსილება, შეაფასოს ან კომენტარი გააკეთოს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე.გარდა ამისა, ფხენიანი პირადად IAEA-ს გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსის ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის ატმოსფეროს შექმნასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს – თითქოს ფხენიანი მეშვიდე ბირთვული გამოცდის მოწყობას გეგმავს.წყარო: Yonhap News
ჩრდილოეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23777/53/237775336_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_4f7e3bde56c786e625051c8be4be2b7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ჩრდილოეთი კორეა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ჩრდილოეთი კორეა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, პოლიტიკა
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციას (IAEA) არ აქვს უფლებამოსილება, მიიღოს რეზოლუციები ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროექტებზე, აცხადებენ ფხენიანში.
მანამდე, გასულ კვირაში IAEA-ს წევრმა ქვეყნებმა ვენაში გამართულ 67-ე კონფერენციაზე მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდეს ფხენიანს, შეაჩეროს ბირთვული იარაღის პროგრამა და დაიცვას ვალდებულებები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად.
ფხენიანში ამ ფაქტს IAEA-ს „არანორმალური ქცევა“ უწოდეს, რომელიც, მათი თქმით, „ორგანიზაცია-რეპტილიად გადაიქცა“ და მხოლოდ აშშ-ის ინტერესებს ემსახურება.
როგორც ჩრდილოეთ კორეის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ფხენიანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან 1994 წელს გავიდა და, შესაბამისად, IAEA-ს არ აქვს უფლებამოსილება, შეაფასოს ან კომენტარი გააკეთოს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე.
„სანამ ამ მიწაზე აშშ-ისა და იმპერიალისტური აგრესიული ძალების ტირანული ბირთვული იარაღი არსებობს, ჩრდილოეთ კორეის პოზიცია, როგორც ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოსი, უცვლელი დარჩება. ფხენიანი არასდროს მოითმენს მტრული ძალების ქმედებებს, რაც ჩვენს სუვერენიტეტს ხელყოფს“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქვეყნის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა.
გარდა ამისა, ფხენიანი პირადად IAEA-ს გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსის ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის ატმოსფეროს შექმნასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს – თითქოს ფხენიანი მეშვიდე ბირთვული გამოცდის მოწყობას გეგმავს.