https://sputnik-georgia.com/20231002/gineba-tkivils-ayucebs-282868677.html
გინება ტკივილს აყუჩებს: დამტკიცებულია კვლევით
გინება ტკივილს აყუჩებს: დამტკიცებულია კვლევით
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. გინება შვებას ჰგვრის ადამიანს ტრავმის მომენტში და ის ფიზიკური ტკივილის შემცირების ერთგვარი საშუალებაა, ირწმუნებიან კილის... 02.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-02T15:06+0400
2023-10-02T15:06+0400
2023-10-02T19:43+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
ფაქტები ადამიანის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280836070_0:35:1200:710_1920x0_80_0_0_46f1ebeb8a947a974db6ba63d67f8b94.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. გინება შვებას ჰგვრის ადამიანს ტრავმის მომენტში და ის ფიზიკური ტკივილის შემცირების ერთგვარი საშუალებაა, ირწმუნებიან კილის უნივერსიტეტის მეცნიერები (დიდი ბრიტანეთი), რომელთა კვლევის შედეგებიც გამოქვეყნებულია ჟურნალში Frontiers.გავრცელებული ინფორმაციით, კვლევის ჩატარების იდეა ფსიქოლოგიის დოქტორ რიჩარდ სტეფენსს მაშინ გაუჩნდა, როდესაც ბაღში მუშაობისას თითში ჩაქუჩი ჩაირტყა. სწორედ მაშინ ივარაუდა მეცნიერმა, რომ გინება რაღაცნაირად მოქმედებს ტკივილის ზღურბლზე.ექსპერიმენტის დროს 92 მოხალისეს მკვლევარებმა დაავალეს, ხელები ჩაეყოთ ყინულოვან წყალში და გაეჩერებინათ იქ შეძლებისდაგვარად დიდხანს. ამასთან საცდელ პირებს ყოველ სამ წამში ერთხელ უნდა გაემეორებინათ გინების ოთხიდან ერთ-ერთი სახეობა. აქედან პირველი ნამდვილად ბინძური ლანძღვა იყო, ხოლო სამი დანარჩენიდან ერთი — უბრალოდ ემოციური გამონათქვამი, მეორეს იუმორისტული შეფერილობა ჰქონდა, ხოლო მესამე ნეიტრალურ ხასიათს ატარებდა.ექსპერიმენტატორებს სურდათ დაედგინათ, ახდენს თუ არა გავლენას „ყინულოვან წამებაზე“ იუმორი ან გინება.შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ბინძური გინების შემთხვევაში ექსპერიმენტის მონაწილეები გაყინულ წყალში ხელებს თითქმის 50%-ით ხანგრძლივად აჩერებდნენ, ამასთან ტკივილის ზღურბლი 32%-ით უმაღლდებოდათ, ხოლო ტკივილის თმენის უნარი — 33%-ით. იუმორისტული თუ ემოციური შეფერილობის ლანძღვა კი ახლოსაც ვერ მიდიოდა ამგვარ ეფექტთან.მართალია, მეცნიერებმა „მაგარი სიტყვების“ ანესთეზიური ეფექტი დაადგინეს, მაგრამ იმის ბოლომდე ახსნა, თუ რა კავშირია გინებასა და ტკივილს შორის, ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.არსებობს ვარაუდი, რომ უცენზურო ლექსიკის გამოყენებისას გულის კუნთები მკვეთრად იკუმშება, რაც ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა ძლიერ აგრესიაზე და რაც ადამიანს ეხმარება, გაუმკლავდეს რთულ ვითარებას. დოქტორ სტეფენსის აზრით, ამით აიხსნება კიდეც თავად გინების ჩვევა, რასაც საფუძველი უძველეს ხანაში ჩაეყარა.ამიტომ, მეცნიერების რეკომენდაციით, თუ გვინდა, რომ გინებამ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი არ დაკარგოს, ის შეძლებისდაგვარად იშვიათად უნდა გამოვიყენოთ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280836070_133:0:1200:800_1920x0_80_0_0_35c6516df4df1d8e149178b79ec382ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები, ფაქტები ადამიანის შესახებ
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები, ფაქტები ადამიანის შესახებ
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. გინება შვებას ჰგვრის ადამიანს ტრავმის მომენტში და ის ფიზიკური ტკივილის შემცირების ერთგვარი საშუალებაა, ირწმუნებიან კილის უნივერსიტეტის მეცნიერები (დიდი ბრიტანეთი), რომელთა კვლევის შედეგებიც გამოქვეყნებულია ჟურნალში
Frontiers.
გავრცელებული ინფორმაციით, კვლევის ჩატარების იდეა ფსიქოლოგიის დოქტორ რიჩარდ სტეფენსს მაშინ გაუჩნდა, როდესაც ბაღში მუშაობისას თითში ჩაქუჩი ჩაირტყა. სწორედ მაშინ ივარაუდა მეცნიერმა, რომ გინება რაღაცნაირად მოქმედებს ტკივილის ზღურბლზე.
ექსპერიმენტის დროს 92 მოხალისეს მკვლევარებმა დაავალეს, ხელები ჩაეყოთ ყინულოვან წყალში და გაეჩერებინათ იქ შეძლებისდაგვარად დიდხანს. ამასთან საცდელ პირებს ყოველ სამ წამში ერთხელ უნდა გაემეორებინათ გინების ოთხიდან ერთ-ერთი სახეობა. აქედან პირველი ნამდვილად ბინძური ლანძღვა იყო, ხოლო სამი დანარჩენიდან ერთი — უბრალოდ ემოციური გამონათქვამი, მეორეს იუმორისტული შეფერილობა ჰქონდა, ხოლო მესამე ნეიტრალურ ხასიათს ატარებდა.
ექსპერიმენტატორებს სურდათ დაედგინათ, ახდენს თუ არა გავლენას „ყინულოვან წამებაზე“ იუმორი ან გინება.
შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ბინძური გინების შემთხვევაში ექსპერიმენტის მონაწილეები გაყინულ წყალში ხელებს თითქმის 50%-ით ხანგრძლივად აჩერებდნენ, ამასთან ტკივილის ზღურბლი 32%-ით უმაღლდებოდათ, ხოლო ტკივილის თმენის უნარი — 33%-ით. იუმორისტული თუ ემოციური შეფერილობის ლანძღვა კი ახლოსაც ვერ მიდიოდა ამგვარ ეფექტთან.
მართალია, მეცნიერებმა „მაგარი სიტყვების“ ანესთეზიური ეფექტი დაადგინეს, მაგრამ იმის ბოლომდე ახსნა, თუ რა კავშირია გინებასა და ტკივილს შორის, ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.
არსებობს ვარაუდი, რომ უცენზურო ლექსიკის გამოყენებისას გულის კუნთები მკვეთრად იკუმშება, რაც ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა ძლიერ აგრესიაზე და რაც ადამიანს ეხმარება, გაუმკლავდეს რთულ ვითარებას. დოქტორ სტეფენსის აზრით, ამით აიხსნება კიდეც თავად გინების ჩვევა, რასაც საფუძველი უძველეს ხანაში ჩაეყარა.
„გინება — ეს ემოციური ენაა, მაგრამ მისი ხშირად გამოყენების შემთხვევაში იკარგება გინების ემოციური შემადგენელი“, — ამბობს სტეფენსი.
ამიტომ, მეცნიერების რეკომენდაციით, თუ გვინდა, რომ გინებამ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი არ დაკარგოს, ის შეძლებისდაგვარად იშვიათად უნდა გამოვიყენოთ.