https://sputnik-georgia.com/20231001/riggarese-arcevnebi-saqartvelosi-282840471.html
რიგგარეშე არჩევნები საქართველოში - მოქალაქეები მაჟორიტარ დეპუტატს და მერს ირჩევენ
რიგგარეშე არჩევნები საქართველოში - მოქალაქეები მაჟორიტარ დეპუტატს და მერს ირჩევენ
Sputnik საქართველო
103 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით ტარდება 01.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-01T14:12+0400
2023-10-01T14:12+0400
2023-10-01T14:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
კახეთი
ქართლი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129684_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_9e7677dfa77d143b2892cd3efb573b0f.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში ტარდება შუალედური საპარლამენტო არჩევნები, სადაც ამომრჩევლები ირჩევენ მაჟორიტარ დეპუტატს, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნები მიმდინარეობს, იუწყება ცესკო.შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა (ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“) და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა (მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება“) თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.საარჩევნო უბნები დილიდან სამივე მუნიციპალიტეტში გაიხსნა. კენჭისყრა სულ 133 უბანზე მიმდინარეობს. ამომრჩეველმა ხმის მიცემისას თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს პასპორტი.103 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით ტარდება, დანარჩენ 30 უბანზე ხმის მიცემა „ძველი“ წესებით მიმდინარეობს, მაგრამ მაინც მოხდება ბიულეტენების გაციფრულება, შესაბამის პლატფორმაზე ატვირთვა და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება.როგორც ცესკოს სპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია 16 საერთაშორისო დამკვირვებელი, 426 ადგილობრივი დამკვირვებელი. მისივე ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს გააშუქებს მედიაორგანიზაციების 158 წარმომადგენელი. არჩევნებს ასევე დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 178 წარმომადგენელი.საარჩევნო კანონმდებლობით, დღეს საარჩევნო უბანზე აგიტაცია აკრძალულია. დაუშვებელია წინასაარჩევნო მასალების განთავსება საარჩევნო უბნის შესასვლელიდან 25 მეტრზე უფრო ახლოს. დღეს ასევე დაუშვებელია ამომრჩევლის ფიზიკურად შეფერხება უბნის შენობაში გადაადგილებისას ან შენობიდან 100 მეტრის მანძილზე.არჩევნები ახლებურადსაქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საქართველო
კახეთი
ქართლი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129684_60:90:1220:960_1920x0_80_0_0_d49f11ce695df4b345fe009297af80da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, კახეთი , ქართლი
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, კახეთი , ქართლი
რიგგარეშე არჩევნები საქართველოში - მოქალაქეები მაჟორიტარ დეპუტატს და მერს ირჩევენ
103 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით ტარდება
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში ტარდება შუალედური საპარლამენტო არჩევნები, სადაც ამომრჩევლები ირჩევენ მაჟორიტარ დეპუტატს, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნები მიმდინარეობს, იუწყება ცესკო.
შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა (ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“) და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა (მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება“) თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.
„ეს უკვე მერვე არჩევნებია, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს საპილოტე რეჟიმში იყენებს და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ელექტრონული ტექნოლოგიები. „საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით რამდენიმე ეტაპიანი სწავლება გაიარეს შესაბამისი საარჩევნო კომისიების წევრებმა და ისინი მზად არიან იმისთვის, რომ ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მოემსახურონ“, - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
საარჩევნო უბნები დილიდან სამივე მუნიციპალიტეტში გაიხსნა. კენჭისყრა სულ 133 უბანზე მიმდინარეობს. ამომრჩეველმა ხმის მიცემისას თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს პასპორტი.
103 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით ტარდება, დანარჩენ 30 უბანზე ხმის მიცემა „ძველი“ წესებით მიმდინარეობს, მაგრამ მაინც მოხდება ბიულეტენების გაციფრულება, შესაბამის პლატფორმაზე ატვირთვა და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
როგორც ცესკოს სპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია 16 საერთაშორისო დამკვირვებელი, 426 ადგილობრივი დამკვირვებელი. მისივე ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს გააშუქებს მედიაორგანიზაციების 158 წარმომადგენელი. არჩევნებს ასევე დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 178 წარმომადგენელი.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, დაცულია ხმის მიცემის ფარულობა. ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა“, - განაცხადა იოსელიანმა.
საარჩევნო კანონმდებლობით, დღეს საარჩევნო უბანზე აგიტაცია აკრძალულია. დაუშვებელია წინასაარჩევნო მასალების განთავსება საარჩევნო უბნის შესასვლელიდან 25 მეტრზე უფრო ახლოს. დღეს ასევე დაუშვებელია ამომრჩევლის ფიზიკურად შეფერხება უბნის შენობაში გადაადგილებისას ან შენობიდან 100 მეტრის მანძილზე.
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.
ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.