NASA Space Apps Challenge: თბილისი მასშტაბურ ჰაკათონს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიXIII საერთაშორისო კონფერენცია პილოტირებული კოსმოსური ფრენები
XIII საერთაშორისო კონფერენცია პილოტირებული კოსმოსური ფრენები - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2023
გამოწერა
ღონისძიება გააერთიანებს მონაწილეებს NASA-ს ექსპერტების მიერ დასმული ამოცანების გადასაჭრელად.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში 7-8 ოქტომბერს მსოფლიოში უდიდესი ჰაკათონი NASA Space Apps Challenge გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. აქ იკრიბებიან მთელი მსოფლიოდან პროგრამისტები, მეცნიერები, ნოვატორები, ღონისძიების მონაწილეები იყენებენ NASA-ს ღია მონაცემებს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც ადამიანები დედამიწაზე თუ კოსმოსში აწყდებიან.
NASA International Space Apps Challenge გააერთიანებს მონაწილეებს NASA-ს ექსპერტების მიერ დასმული ამოცანების გადასაჭრელად. წელს გამოცხადდა 30 ამოცანა, რომელიც უკავშირდება კოსმონავტიკას, მონაცემთა დამუშავებას, გეოლოგიას, ასტრონომიას, STEM-ს და განათლებას.
ჰაკათონში მონაწილეობის პირობები:
მონაწილეობის მიღება შეუძლია 18 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერ მსურველს;
ჰაკათონის სამუშაო ენა ქართულია, მაგრამ გუნდის თუნდაც ერთი წევრი მაინც უნდა ფლობდეს ინგლისურს, რათა გამოიყენოს ინსტრუმენტები, მონაცემები და სხვა რესურსები. თუ გუნდი ადგილობრივ შეჯიბრში გაიმარჯვებს, იასპარეზებს საერთაშორისო კონკურსში, სადაც ინგლისური სავალდებულო იქნება;
თუ გუნდი არ გყავთ, შეგიძლიათ სცადოთ შექმნათ თქვენი საკუთარი გუნდი (ან შეუერთდეთ სხვას);
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა 3 ოქტომბრამდე.
წელს ჰაკათონი საქართველოს ტექნოპარკში გაიმართება, გახსნის ცერემონია კი 6 ოქტომბერს KLab სივრცეში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0