https://sputnik-georgia.com/20231001/mtavrobisa-da-xalxis-ertianoba-premieri-qartuli-ocnebis-xelisuflebasi-yofnis-sedegebze-282841630.html
მთავრობისა და ხალხის ერთიანობა - პრემიერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის შედეგებზე
მთავრობისა და ხალხის ერთიანობა - პრემიერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის შედეგებზე
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ გუნდი დემოკრატიული გარდაქმნების პროცესს აგრძელებს, განაცხადა პრემიერმა 01.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-01T15:46+0400
2023-10-01T15:46+0400
2023-10-01T15:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275063490_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_01d0f168da2abf7883527ab21c769c6c.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ქართული სახელმწიფოს სიძლიერე ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობაშია, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვების საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალა. არჩევნებმა გამარჯვება მოუტანა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ხმების 54,85% მიიღო. იმ დროს მოქმედმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადადის.პრემიერის თქმით, გამარჯვების შედეგები თვალსაჩინოა.„დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გამარჯვების შედეგები თვალსაჩინო და შთამბეჭდავია − ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უზრუნველყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთადერთი ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი, გავატარეთ მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები“, - წერს ღარიბაშვილი.როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველი გუნდი ხელს უწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფების − ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი დემოკრატიული გარდაქმნების პროცესს აგრძელებს.პრემიერმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრსა და მხარდამჭერს, მთელ ქართულ საზოგადოებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275063490_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_fabb0c42106fc0c80ac892a5010d3ff0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
მთავრობისა და ხალხის ერთიანობა - პრემიერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის შედეგებზე
„ქართული ოცნების“ გუნდი დემოკრატიული გარდაქმნების პროცესს აგრძელებს, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ქართული სახელმწიფოს სიძლიერე ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობაშია, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვების საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალა. არჩევნებმა გამარჯვება მოუტანა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ხმების 54,85% მიიღო. იმ დროს მოქმედმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადადის.
„ქართული სახელმწიფოს ძალა სწორედ ხელისუფლებისა და ხალხის ერთობაშია და მჯერა, რომ ეს ერთიანობა საბოლოო გამარჯვებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას. პირველი ოქტომბრის გამარჯვების საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა“, – წერს ღარიბაშვილი.
პრემიერის თქმით, გამარჯვების შედეგები თვალსაჩინოა.
„დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გამარჯვების შედეგები თვალსაჩინო და შთამბეჭდავია − ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უზრუნველყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთადერთი ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი, გავატარეთ მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები“, - წერს ღარიბაშვილი.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველი გუნდი ხელს უწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფების − ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი დემოკრატიული გარდაქმნების პროცესს აგრძელებს.
„ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, განვითარების პროცესს და კიდევ უფრო ამბიციური მიზნებისაკენ ვისწრაფვით. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძალას გვაძლევს ხალხის უდიდესი ნდობა და მხარდაჭერა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრსა და მხარდამჭერს, მთელ ქართულ საზოგადოებას.