„თბილისობა 2023“: დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელები დააჯილდოვა

© Tbilisi City Hallსაპატიო თბილისელების დაჯილდოება
საპატიო თბილისელების დაჯილდოება - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2023
გამოწერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ 26 თბილისელს ქალაქის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისობა 2023“-ის ფარგლებში სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 26 თბილისელს ქალაქის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.
„დღეს მეექვსედ მაქვს პატივი, თქვენთან ერთად ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინც საკუთარ ქვეყანასა და ქალაქს ცხოვრება მიუძღვნა, ვისი ამაგის აღნიშვნაც ჩვენი ვალია, ვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ და თბილისის საპატიო მოქალაქედ დავასახელოთ. მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე, ვიფიქროთ მის მომავალზე, შევეცადოთ და შევძლოთ მისი საუკეთესო სახით ტრანსფორმაცია. მესმის, რომ არსებობს სირთულეები და გამოწვევები, მაგრამ მერწმუნეთ, ერთად დგომით შესაძლებელია, ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო გავალამაზოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა:
არჩილ ხომასურიძეს (რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, აკადემიკოსი);
ჟანრი ლოლაშვილს (თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი, საქართველოს დამსახურებული არტისტი); ნუგზარ უბერს (ექიმი, პედიატრი);
ალექსანდრე კოტორაშვილს (ფოტორეპორტიორი);
რამაზ გახოკიძეს (მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი);
გია ბაღაშვილს (მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე);
გურანა გრიგორაშვილს (ექიმი, მეცნიერი და მკვლევარი);
ნანა ფაჩუაშვილს (თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი);
თამაზ მაღლაკელიძეს (ექიმი-პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი);
ამირან ქორიძეს (ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მეცნიერი);
გურამ ახალაიას (მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე);
მურმან ჯინორიას (თეატრისა და კინოს მსახიობი);
ლია სტურუას (პოეტი); ლეო ანთაძეს (თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი);
იმედა კახიანს (კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი);
იამზე დოლაბერიძეს (მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი);
ლევან ლაღიძეს (მხატვარი);
დავით მაღრაძეს (პოეტი, საზოგადო მოღვაწე);
რადიშ თორდიას (მხატვარი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო მხატვარი);
ავთო მახარაძეს (თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი);
ზურაბ ლეჟავას (სპორტსმენი, მწვრთნელი, კარატეს ქართული სკოლის ფუძემდებელი);
მანანა ახმეტელს (მუსიკათმცოდნე, პედაგოგი);
მამუკა ჩარკვიანს (მუსიკოსი, კომპოზიტორი);
ევა ბაბალაშვილს (მხატვარი, მწერალი);
რევაზ არველაძეს (ენერგეტიკოსი, ინჟინერი, ტექნიკის მეციერებათა დოქტორი);
ზაზა ავალიანს (ექიმი-ფთიზიატრი).
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.
ყველა ახალი ამბავი
0