https://sputnik-georgia.com/20230930/soflis-nobati-rvino-da-koncertebi-saqartvelosi-tbilisobas-arnisnaven-282806214.html
სოფლის ნობათი, ღვინო და კონცერტები: საქართველოში თბილისობას აღნიშნავენ
სოფლის ნობათი, ღვინო და კონცერტები: საქართველოში თბილისობას აღნიშნავენ
Sputnik საქართველო
დღესასწაულის სტუმრებს ელოდება სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება 30.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-30T13:04+0400
2023-09-30T13:04+0400
2023-10-26T16:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1e/282809996_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_d0b03c839313549ad9a7264228c39c6a.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში და ქვეყნის რეგიონებში 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს თბილისობა თავისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით იმართება.თბილისობა წელს დედაქალაქში სამ ლოკაციაზე აღინიშნება: რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე, სადაც სტუმრებს სხვადასხვა კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს ელოდებიან.ასევე დღეს საღამოს რიყის პარკში „საპატიო თბილისელების" ტრადიციული დაჯილდოება გაიმართება.რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, ფესტივალის სტუმრებს „ქართული სუფრის“ ინსტალაცია ნახვა შეუძლიათ. ინსტალაცია დიდ სივრცეში მოეწყობა, ამიტომ მსურველებს საშუალება ექნებათ ნახონ, როგორ იცვლებოდა ქართული სუფრა სხვადასხვა ეპოქაში.იქვე, ათონელის, ფხოვისა და ფურცელაძის ქუჩებზე მუსიკალური ღონისძიებები და კონცერტები მოეწყობა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. რაც შეეხება აბანოთუბანს, 12:00-დან 22:00 საათამდე აქ მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“.2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო. თბილისობის აღნიშვნა გაუქმდა მხოლოდ ორჯერ: 2020 წელს, კოროვირუსის პანდემიის გამო, და 2021 წელს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშინ მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები გაიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1e/282809996_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a494efde6539ac12ee3af2ee0e49ede8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს
სოფლის ნობათი, ღვინო და კონცერტები: საქართველოში თბილისობას აღნიშნავენ
13:04 30.09.2023 (განახლებულია: 16:03 26.10.2023) დღესასწაულის სტუმრებს ელოდება სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში და ქვეყნის რეგიონებში 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს თბილისობა თავისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით იმართება.
თბილისობა წელს დედაქალაქში სამ ლოკაციაზე აღინიშნება: რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე, სადაც სტუმრებს სხვადასხვა კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს ელოდებიან.
„რიყის პარკში ტარდება გასტრონომიული ფესტივალი, წარმოდგენილია სხვადასხვა ღვინოები, ხელნაკეთი ნივთები და რაც მთავარია ბავშვებისთვის ბევრი გასართობია. მოწყობილია დიდი სცენა, რომელზეც ორი დღის განმავლობაში კონცერტები გაიმართება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჯაბა სიხარულიძემ განაცხადა.
ასევე დღეს საღამოს რიყის პარკში „საპატიო თბილისელების" ტრადიციული დაჯილდოება გაიმართება.
რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, ფესტივალის სტუმრებს „ქართული სუფრის“ ინსტალაცია ნახვა შეუძლიათ. ინსტალაცია დიდ სივრცეში მოეწყობა, ამიტომ მსურველებს საშუალება ექნებათ ნახონ, როგორ იცვლებოდა ქართული სუფრა სხვადასხვა ეპოქაში.
იქვე, ათონელის, ფხოვისა და ფურცელაძის ქუჩებზე მუსიკალური ღონისძიებები და კონცერტები მოეწყობა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. რაც შეეხება აბანოთუბანს, 12:00-დან 22:00 საათამდე აქ მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“.
2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო. თბილისობის აღნიშვნა გაუქმდა მხოლოდ ორჯერ: 2020 წელს, კოროვირუსის პანდემიის გამო, და 2021 წელს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშინ მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები გაიმართა.