https://sputnik-georgia.com/20230930/kaxa-kalaze-tbilisobas-vulocav-yvelas-visac-cveni-qalaqi-uyvars-282819965.html
კახა კალაძე: თბილისობას ვულოცავ ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს
კახა კალაძე: თბილისობას ვულოცავ ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს
Sputnik საქართველო
მერმა მოსახლეობას მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება უსურვა. 30.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-30T18:52+0400
2023-09-30T18:52+0400
2023-09-30T18:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე 
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1e/282809888_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_a9171829aff16074dca1f70ed890138d.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებსა და თბილისის სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა.საქართველოს დედაქალაქში 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს „თბილისობას“ ზეიმობენ.„მინდა ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, ადგილობრივ მცხოვრებლებს და თბილისის სტუმრებს მივულოცო დღევანდელი დღე“, - განაცხადა კალაძემ.თბილისობა წელს დედაქალაქში სამ ლოკაციაზე აღინიშნება: რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე, აქ სტუმრებს სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები ელოდება.დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის ვაჟთან და მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად „თბილისობის“ ღონისძიებებს ორბელიანის მოედანზე დაესწრო. მერმა წარმოდგენილი ინსტალაციები დაათვალიერა, თეატრალიზებულ პერფორმანსსა და გასტრონომიულ კუთხეს გაეცნო.„ხედავთ, როგორი სასიამოვნო გარემოა, უამრავი ადამიანია გამოსული. დღეს და ხვალ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში. ამინდი და განწყობა შესანიშნავია, მობრძანდით, ყველას გელოდებით“, - თქვა კალაძემ.მერმა მოსახლეობას მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება უსურვა.„რა შეიძლება გისურვოთ დღევანდელ მოცემულობაში? - პირველ რიგში მშვიდობა, რადგან მშვიდობას მართლაც არ აქვს ალტერნატივა. ასევე ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება, რათა ამ ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში მცხოვრები ადამიანები იყვნენ ბედნიერები“, - განაცხადა კახა კალაძემ.ორი დღის განმავლობაში, როგორც ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკსა და აბანოთუბანში „თბილისობის“ აღმნიშვნელი მრავალფეროვანი გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, გასტრონომიული ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო აქტივობები.2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო. თბილისობის აღნიშვნა გაუქმდა მხოლოდ ორჯერ: 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, და 2021 წელს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშინ მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები გაიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2023
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე 
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე 
კახა კალაძე: თბილისობას ვულოცავ ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს
მერმა მოსახლეობას მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება უსურვა.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებსა და თბილისის სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა.
საქართველოს დედაქალაქში 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს „თბილისობას“ ზეიმობენ.
„მინდა ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, ადგილობრივ მცხოვრებლებს და თბილისის სტუმრებს მივულოცო დღევანდელი დღე“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისობა წელს დედაქალაქში სამ ლოკაციაზე აღინიშნება: რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე, აქ სტუმრებს სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები ელოდება.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის ვაჟთან და მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად „თბილისობის“ ღონისძიებებს ორბელიანის მოედანზე დაესწრო. მერმა წარმოდგენილი ინსტალაციები დაათვალიერა, თეატრალიზებულ პერფორმანსსა და გასტრონომიულ კუთხეს გაეცნო.
„ხედავთ, როგორი სასიამოვნო გარემოა, უამრავი ადამიანია გამოსული. დღეს და ხვალ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში. ამინდი და განწყობა შესანიშნავია, მობრძანდით, ყველას გელოდებით“, - თქვა კალაძემ.
მერმა მოსახლეობას მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება უსურვა.
„რა შეიძლება გისურვოთ დღევანდელ მოცემულობაში? - პირველ რიგში მშვიდობა, რადგან მშვიდობას მართლაც არ აქვს ალტერნატივა. ასევე ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება, რათა ამ ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში მცხოვრები ადამიანები იყვნენ ბედნიერები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ორი დღის განმავლობაში, როგორც ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკსა და აბანოთუბანში „თბილისობის“ აღმნიშვნელი მრავალფეროვანი გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, გასტრონომიული ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო აქტივობები.
2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო. თბილისობის აღნიშვნა გაუქმდა მხოლოდ ორჯერ: 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, და 2021 წელს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშინ მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები გაიმართა.