https://sputnik-georgia.com/20230930/30-seqtembers-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-282710434.html
30 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
30 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 30 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 30.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-30T00:15+0400
2023-09-30T00:15+0400
2023-09-30T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/34/246823441_0:257:2730:1793_1920x0_80_0_0_7e317b231f860efdf59adc9a704db4b9.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.მნიშვნელოვანი წლებია: 8, 16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მანანა.24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა ვენერა მფარველობს და ზემოქმედებს მათ ემოციებზე, ვნებებზე, ინსტიქტებზე. ამ დეკადაში დაბადებულები მუდამ ისწრაფვიან ჰარმონიისკენ, არიან პატიოსანი, გულმოწყალე ადამიანები, უყვართ ყველაფერი მშვენიერი. აქვთ ძლიერი ინტუიცია, რაც ზერელე საქციელისგან იცავს და საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება მათ.30 სექტემბერს დაბადებულები30 სექტემბერს მომხიბლავი, ენერგიული, ენამახვილი ადამიანები იბადებიან. ისინი ტკბებიან სიცოცხლით, უყვართ ყურადღება. ცუდად იტანენ მარტოობას, გულწრფელად უყვართ ურთიერთობები. უპირატესობას ანიჭებენ საინტერესო, ჭკვიან ადამიანებთან შეხვედრებს. მათთვის ასეთ ადამიანებთან გატარებული დრო გამოცდილების ტოლფასია - სწავლობენ დაკვირვებას, თავშეკავებას, მოთმინებას, სხვისი აზრის პატივისცემას.30 სექტემბერს დაბადებულები ამბიციური არიან. მათი ძლიერი თვისებებია ასევე კეთილსინდისიერება, ენამახვილობა, მომხიბვლელობა. ამასთან, ეს ადამიანები სერიოზული არიან, აქვთ ცნობისმოყვარე, მახვილი გონება და უსაზღვრო შემოქმედებითი პოტენციალი.ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ>>ხანდახან ამ დღეს დაბადებულები იმპულსურად მოქმედებენ, მაგრამ ყოველთვის აქვთ საკუთარი საქციელის გასამართლებელი არგუმენტი. ეს ადამიანები თავს არ კარგავენ, არ ვარდებიან უკიდურესობაში. ურჩევნიათ, ჯერ გააანალიზონ ვითარება და მხოლოდ შემდეგ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება. იმპულსური ქმედება მხოლოდ გამონაკლისია წესებიდან.30 სექტემბერს დაბადებულები კარიერისტები არ არიან. ისინი ცხოვრებაში უმთავრესად მიიჩნევენ პრაქტიკულ გამოცდილებას. ეს მათზე დადებითად აისახება და თავისი საქმის პროფესიონალები დგებიან. სამსახურში არაკონფლიქტური არიან, თანამშრომლებთან თანაბარი, მეგობრული ურთიერთობები უყალიბდებათ.ჯანმრთელობა30 სექტემბერს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფიზიკური სრულყოფილება. ისინი ყურადღებით ექცევიან თავიანთ ჯანმრთელობას, აკონტროლებენ კვების რეჟიმს, ასევე ფიზიკურ დატვირთვებს. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს დაბადებულები ჯანმრთელობით გამოირჩევიან, რომლის შერყევა შეუძლია სტრესებს, ალკოჰოლსა და ზედმეტ ჭამას. მათ უნდა შეზღუდონ ზედმეტი ტკბილეულის მიღება, ასევე პროტეინების, რადგან შედეგი, დიდი ალბათობით, ენდოკრინოლოგის კაბინეტი იქნება.რჩევა:მიუხედავად იმისა, რომ დამაჯერებელი ცოდნა გაგაჩნიათ, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მართალი ხართ. ნუ დათრგუნავთ სხვებს თქვენი ინტელექტით, იყავით უფრო გულწრფელი და მომთმენი.
https://sputnik-georgia.com/20230923/saswori-sazriani-mwvidi-windaxeduli-zogadi-daxasiateba-libra-282540687.html
https://sputnik-georgia.com/20220728/dieta-zodiaqos-nisnebistvis-268952562.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/34/246823441_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_209d41fd3459fa547b20fb33a1bdbb3a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
30 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 30 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი
24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
მნიშვნელოვანი წლებია: 8, 16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მანანა.
24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა ვენერა მფარველობს და ზემოქმედებს მათ ემოციებზე, ვნებებზე, ინსტიქტებზე. ამ დეკადაში დაბადებულები მუდამ ისწრაფვიან ჰარმონიისკენ, არიან პატიოსანი, გულმოწყალე ადამიანები, უყვართ ყველაფერი მშვენიერი. აქვთ ძლიერი ინტუიცია, რაც ზერელე საქციელისგან იცავს და საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება მათ.
23 სექტემბერი 2023, 19:00
30 სექტემბერს დაბადებულები
30 სექტემბერს მომხიბლავი, ენერგიული, ენამახვილი ადამიანები იბადებიან. ისინი ტკბებიან სიცოცხლით, უყვართ ყურადღება. ცუდად იტანენ მარტოობას, გულწრფელად უყვართ ურთიერთობები. უპირატესობას ანიჭებენ საინტერესო, ჭკვიან ადამიანებთან შეხვედრებს. მათთვის ასეთ ადამიანებთან გატარებული დრო გამოცდილების ტოლფასია - სწავლობენ დაკვირვებას, თავშეკავებას, მოთმინებას, სხვისი აზრის პატივისცემას.
30 სექტემბერს დაბადებულები ამბიციური არიან. მათი ძლიერი თვისებებია ასევე კეთილსინდისიერება, ენამახვილობა, მომხიბვლელობა. ამასთან, ეს ადამიანები სერიოზული არიან, აქვთ ცნობისმოყვარე, მახვილი გონება და უსაზღვრო შემოქმედებითი პოტენციალი.
ხანდახან ამ დღეს დაბადებულები იმპულსურად მოქმედებენ, მაგრამ ყოველთვის აქვთ საკუთარი საქციელის გასამართლებელი არგუმენტი. ეს ადამიანები თავს არ კარგავენ, არ ვარდებიან უკიდურესობაში. ურჩევნიათ, ჯერ გააანალიზონ ვითარება და მხოლოდ შემდეგ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება. იმპულსური ქმედება მხოლოდ გამონაკლისია წესებიდან.
30 სექტემბერს დაბადებულები კარიერისტები არ არიან. ისინი ცხოვრებაში უმთავრესად მიიჩნევენ პრაქტიკულ გამოცდილებას. ეს მათზე დადებითად აისახება და თავისი საქმის პროფესიონალები დგებიან. სამსახურში არაკონფლიქტური არიან, თანამშრომლებთან თანაბარი, მეგობრული ურთიერთობები უყალიბდებათ.
30 სექტემბერს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფიზიკური სრულყოფილება. ისინი ყურადღებით ექცევიან თავიანთ ჯანმრთელობას, აკონტროლებენ კვების რეჟიმს, ასევე ფიზიკურ დატვირთვებს.
მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს დაბადებულები ჯანმრთელობით გამოირჩევიან, რომლის შერყევა შეუძლია სტრესებს, ალკოჰოლსა და ზედმეტ ჭამას. მათ უნდა შეზღუდონ ზედმეტი ტკბილეულის მიღება, ასევე პროტეინების, რადგან შედეგი, დიდი ალბათობით, ენდოკრინოლოგის კაბინეტი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ დამაჯერებელი ცოდნა გაგაჩნიათ, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მართალი ხართ. ნუ დათრგუნავთ სხვებს თქვენი ინტელექტით, იყავით უფრო გულწრფელი და მომთმენი.