თბილისში ისტორიაში ყველაზე დიდი თანამედროვე პარკი მოეწყობა

© Tbilisi City Hallთემქაზე ახალი პარკი გაჩნდება
თემქაზე ახალი პარკი გაჩნდება - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2023
გამოწერა
პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელ ზონებთან ერთად სპორტული მოედნებიც მოეწყობა.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ახალი საქალაქო პარკი თბილისში 2024 წლის ზაფხულში თემქის დასახლებაში გაჩნდება, ის 25 ჰექტარ ფართობზე განთავსდება და ყველაზე დიდი პარკი იქნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ადგილზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
იმ ადგილზე, სადაც პარკი უნდა აშენდეს, ადრე ჭაობი იყო. პროექტის ღირებულება 39,3 მლნ ლარია.

„ახსოვთ აქ მცხოვრებ ადამიანებს, რა მძიმე მდგომარეობა იყო, განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ დღეებში – სუნი და ანტისანიტარია. დღეს ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამხელა პარკი დედაქალაქში არასდროს აშენებულა", – განაცხადა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპორტული, დასვენების, გართობის ზონები, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები, მოსასვენებელი ფანჩატურები. ასევე გათვალისწინებულია ორი საფეხმავლო ხიდის აშენება, რომელიც მიკრორაიონებს ერთმანეთთან დააკავშირებს. გაზაფხულზე გამწვანების კიდევ უფრო მასშტაბური სამუშაოები დაიწყება.
© Tbilisi City Hallთემქაზე ახალი პარკი გაჩნდება
Новый парк появится в Тбилиси в районе Темка - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2023
თემქაზე ახალი პარკი გაჩნდება
პარკის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინიფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, ძაღლების გასასეირნებელი მოედანი, სკეიტ-პარკი, ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე.
პროექტის ფარგლებში 250.000 კუბურ მეტრამდე დაჭაობებული გრუნტი ბალასტით შეიცვალა. გარდა ამისა, მოეწყო საფეხმავლო გვირაბი, რომელიც თემქის ხევის ტერიტორიის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს.
ყველა ახალი ამბავი
0