მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერევანი მოსკოვს, ბაქოსა და ანკარას ერთნაირ რიტორიკაში ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Aram Naresyan / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2023
გამოწერა
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი ერთნაირ რიტორიკას იყენებენ ყარაბაღის საკითხში და არ ახსენებენ, რომ ერევანმა ყარაბაღი მანამდე აზერბაიჯანის ნაწილად აღიარა და რეგიონი დატოვა, განაცხადა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა.

„არ გამკვირვებია, როცა ჩვენმა თურქმა პარტნიორმა მთიანი ყარაბაღის სომხების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება მოიწონა. არ მიკვირს, რომ თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი ხშირად იყენებენ ერთნაირ რიტორიკას. მიკვირს, რომ ამას აკეთებენ აქ — ორგანიზაციაში, რომელიც ადამიანის უფლებების დასაცავადაა შექმნილი“, — განაცხადა სიმონიანმა ევროსაბჭოს პარლამენტების თავჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე დუბლინში.

როგორც მან აღნიშნა, რეგიონში მყოფი „რუსი სამშვიდობოების მიუხედავად, აზერბაიჯანმა მორიგი ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმა განახორციელა მთიანი ყარაბაღის სომხებზე“.
სიმონიანის თქმით, დღეს ზოგიერთი ქვეყანა ჰიბრიდულ ომს აწარმოებს სომხეთის წინააღმდეგ, რათა „დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დაამხოს“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ქვეყნის მოსახლეობა 19 სექტემბრიდან ითხოვს. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიება“ დაიწყო, სომხეთის მოქალაქეებმა ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია გამართეს, რა დროსაც ფაშინიანი ყარაბაღის დათმობაში დაადანაშაულეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.
როგორც სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრეს-სამსახური იტყობინება, რეგიონში მცხოვრები 120 ათასი სომეხიდან თითქმის 89 ათასი უკვე გადავიდა ყარაბაღიდან სომხეთში.
ყველა ახალი ამბავი
0