https://sputnik-georgia.com/20230929/sasamartlom-ucxo-qveynis-moqalaqeebs-patimroba-sheuparda-282791140.html
თაღლითობა თბილისში: სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო
თაღლითობა თბილისში: სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო
Sputnik საქართველო
ბრალდებულებმა თაღლითური გზით 329.212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. 29.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-29T17:00+0400
2023-09-29T17:00+0400
2023-09-29T20:22+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ორი პირი დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით დისტანციურად დაამყარეს კომუნიკაცია აშშ-ის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებთან და თითქოსდა კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებული მომსახურებისა და ქველმოქმედების განხორციელების მიზნით საქართველოში მათთან კავშირში მყოფი პირების ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები მოტყუებით გადმოარიცხინეს.ბრალდებულებმა ფულის გათეთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დაანაწევრეს და ნაწილი სწრაფი ფულადი გზავნილების სახით საზღვარგარეთ გადარიცხეს, ხოლო ნაწილი საბანკო ანგარიშებზე განათავსეს და პირადი საჭიროებისამებრ გამოიყენეს.აღნიშნული მოქმედებით ბრალდებულებმა 329.212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ გამოძიების ფარგლებში ამოღებული 211.465 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და ერთ პირს 10 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თაღლითობა თბილისში: სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო
17:00 29.09.2023 (განახლებულია: 20:22 29.09.2023) ბრალდებულებმა თაღლითური გზით 329.212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ორი პირი დამნაშავედ ცნო,
ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით დისტანციურად დაამყარეს კომუნიკაცია აშშ-ის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებთან და თითქოსდა კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებული მომსახურებისა და ქველმოქმედების განხორციელების მიზნით საქართველოში მათთან კავშირში მყოფი პირების ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები მოტყუებით გადმოარიცხინეს.
ბრალდებულებმა ფულის გათეთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დაანაწევრეს და ნაწილი სწრაფი ფულადი გზავნილების სახით საზღვარგარეთ გადარიცხეს, ხოლო ნაწილი საბანკო ანგარიშებზე განათავსეს და პირადი საჭიროებისამებრ გამოიყენეს.
აღნიშნული მოქმედებით ბრალდებულებმა 329.212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ გამოძიების ფარგლებში ამოღებული 211.465 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და ერთ პირს 10 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.