https://sputnik-georgia.com/20230929/sarjvelazis-komentari-korzaias-gancxadebaze-282800900.html
სარჯველაძე: პრეზიდენტმა თუ მართლა ასე თქვა, ეს აღიარებითი ჩვენებაა
სარჯველაძე: პრეზიდენტმა თუ მართლა ასე თქვა, ეს აღიარებითი ჩვენებაა
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ეროვნულ ბანკს ხელოვნურად აზიანებენ, რათა ამან მოსახლეობისთვის უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს და ხელისუფლების კრიტიკისთვის... 29.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-29T22:50+0400
2023-09-29T22:50+0400
2023-10-26T15:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269145216_0:185:1744:1166_1920x0_80_0_0_0013dee7865822a374de120c1f5e7b1c.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ეროვნულ ბანკს ხელოვნურად აზიანებენ, რათა ამან მოსახლეობისთვის უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს და ხელისუფლების კრიტიკისთვის მიზეზი ჰქონდეთ, განაცხადა ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემასე გამოეხმაურა იგი ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის დროებით შენარჩუნება მძიმე მდგომარეობაში აყენებს ეროვნულ ბანკსაც, ამიტომ ეს არის ზეწოლის კიდევ ერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბრძანება გააუქმოს. ამასთან, კორძაიას თქმით, პრეზიდენტმა „ცალსახად დაადასტურა“, რომ ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ შეუნარჩუნებს“.სარჯველაძის თქმით, თუ პრეზიდენტმა ასეთი რამ მართლაც თქვა, ეს იმის აღიარებაა, რასაც მმართველი გუნდი ამდენი ხანია ამბობს.პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ადრე გავრცელებული განცხადების თანახმად, პირისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად.უწყებამ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ელოდება იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე და მზადაა ხელი მოაწეროს მას. 20 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და შესაბამისი დასკვნა პრეზიდენტს გადაუგზავნა.თუმცა, 21 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ, „სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია, ვინაიდან, თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ როგორც საქართველოს მოქალაქე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269145216_191:177:1509:1166_1920x0_80_0_0_95f81361911441b975fad1915e562d94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ეროვნულ ბანკს ხელოვნურად აზიანებენ, რათა ამან მოსახლეობისთვის უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს და ხელისუფლების კრიტიკისთვის მიზეზი ჰქონდეთ, განაცხადა ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ
ასე გამოეხმაურა იგი ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის დროებით შენარჩუნება მძიმე მდგომარეობაში აყენებს ეროვნულ ბანკსაც, ამიტომ ეს არის ზეწოლის კიდევ ერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბრძანება გააუქმოს. ამასთან, კორძაიას თქმით, პრეზიდენტმა „ცალსახად დაადასტურა“, რომ ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ შეუნარჩუნებს“.
სარჯველაძის თქმით, თუ პრეზიდენტმა ასეთი რამ მართლაც თქვა, ეს იმის აღიარებაა, რასაც მმართველი გუნდი ამდენი ხანია ამბობს.
„წესით უნდა ეთაკილებოდეთ ასეთი დამოკიდებულება, როდესაც აზიანებენ ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, ხალხისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს, ინსტიტუციებს. აზიანებენ მარტო იმ მიზნით, რომ ხელისუფლებასთან პაექრობაში რაღაც კრიტიკული არგუმენტი მოიპოვონ. ესე იგი, გამოდის, რომ ეროვნულ ბანკს ხელოვნურად აზიანებენ, რათა ამან გამოიწვიოს, მაგალითად, უარყოფითი შედეგები მოსახლეობისთვის მარტო იმიტომ, რომ ხელისუფლების კრიტიკისთვის რაღაც მიზეზი ჰქონდეთ. ხელოვნურ კრიზისებს ქმნიან, სხვა არაფერი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ადრე გავრცელებული განცხადების თანახმად, პირისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად.
უწყებამ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ელოდება იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე და მზადაა ხელი მოაწეროს მას. 20 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და შესაბამისი დასკვნა პრეზიდენტს გადაუგზავნა.
თუმცა, 21 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ, „სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია, ვინაიდან, თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ როგორც საქართველოს მოქალაქე.