https://sputnik-georgia.com/20230929/qartuli-rvinis-degustacia-niu-iorksi-282797386.html
ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა
ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა
Sputnik საქართველო
ღვინის პროფესიონალები 30 ქართული კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოებს გაეცნენ. 29.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-29T20:21+0400
2023-09-29T20:21+0400
2023-09-29T22:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1d/282795923_0:60:2048:1212_1920x0_80_0_0_a9cc7f40d78b431a67114085499ccc7e.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ღვინის სფეროში მოღვაწე 200-მდე სტუმარი დაესწრო, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ღონისძიება, რომელიც ქართული ღვინის დეგუსტაციას და მასტერ-კლასს მოიცავდა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია Colangelo&Partners-ის ორგანიზებით გაიმართა.ქართული ღვინის დეგუსტაციას ნიუ-იორკში იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის მწერლები, ნიუ-იორკის ცნობილი სომელიეები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 30-ზე მეტი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს.სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები და ქართული ღვინის საექსპორტო ფასი.აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Colangelo & Partners 2022 წლიდან ახორციელებს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან კონტრაქტის ფარგლებში. Colangelo & Partners ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.წელს ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ამ კომპანიის ორგანიზებით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ღონისძიებები იმ სტრატეგიულ მიმართულებებს მოიცავს, რამაც აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და ქართულ ღვინოზე მოთხოვნის გაზრდა უნდა უზრუნველყოს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1d/282795923_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_3978ad2ca4492cd1677f6595c53fc5fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, აშშ
ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა
20:21 29.09.2023 (განახლებულია: 22:27 29.09.2023) ღვინის პროფესიონალები 30 ქართული კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოებს გაეცნენ.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ღვინის სფეროში მოღვაწე 200-მდე სტუმარი დაესწრო, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიება, რომელიც ქართული ღვინის დეგუსტაციას და მასტერ-კლასს მოიცავდა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია Colangelo&Partners-ის ორგანიზებით გაიმართა.
ქართული ღვინის დეგუსტაციას ნიუ-იორკში იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის მწერლები, ნიუ-იორკის ცნობილი სომელიეები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 30-ზე მეტი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები და ქართული ღვინის საექსპორტო ფასი.
აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Colangelo & Partners 2022 წლიდან ახორციელებს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან კონტრაქტის ფარგლებში. Colangelo & Partners ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.
წელს ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ამ კომპანიის ორგანიზებით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ღონისძიებები იმ სტრატეგიულ მიმართულებებს მოიცავს, რამაც აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და ქართულ ღვინოზე მოთხოვნის გაზრდა უნდა უზრუნველყოს.