პოლონეთში 34 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს

© AP Photo / Czarek Sokolowskiპოლონეთის პოლიცია
პოლონეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2023
გამოწერა
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. პოლონეთში, მოდლინის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" პოლონურ მედიაზე დაყრდნობით.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 34 წლის მამაკაცი თავდასხმის, გატაცებისა და მკვლელობის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0