ნეაპოლში დაკარგული ქართველი იპოვეს

© AFP 2024 / Filippo Monteforteიტალიელი კარაბინერები
იტალიელი კარაბინერები - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2023
გამოწერა
მამაკაცი სახლიდან მაღაზიაში საყიდლებზე გავიდა, რის შემდეგაც უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. იპოვეს საქართველოს მოქალაქე ვანიკო ღარიბაშვილი, რომელიც ნეაპოლში 23 სექტემბერს გაუჩინარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მოქალაქის ნათესავებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან მაღაზიაში საყიდლებზე გავიდა, რის შემდეგაც უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის შემდეგ ნათესავებმა მისი ძებნა გამოაცხადეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 29 წლის მამაკაცი უკვე სახლშია ოჯახთან ერთად, თუმცა მისი გაუჩინარების მიზეზებზე საუბარი არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0