https://sputnik-georgia.com/20230929/iaroslav-hunkas-incidenti-282791538.html
მასკი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მის გარეშე „ტვიტერი“ ჰუნკას ინციდენტს დაბლოკავდა
მასკი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მის გარეშე „ტვიტერი“ ჰუნკას ინციდენტს დაბლოკავდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელი მეწარმე ილონ მასკი ვარაუდობს, რომ კანადის პარლამენტში მომხდარი ინციდენტი SS-ელ იაროსლავ ჰუნკასთან დაკავშირებით... 29.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-29T18:37+0400
2023-09-29T18:37+0400
2023-09-29T21:18+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ილონ მასკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282407662_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_f7fb70cce66e0ea786405299498ea8da.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელი მეწარმე ილონ მასკი ვარაუდობს, რომ კანადის პარლამენტში მომხდარი ინციდენტი SS-ელ იაროსლავ ჰუნკასთან დაკავშირებით, რომელსაც ოვაცია მოუწყვეს, საჯარო არ გახდებოდა, მას რომ სოციალური ქსელი Twitter არ შეეძინა.ილონ მასკი დაეთანხმა X-ის (ყოფილი „ტვიტერი“) ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, რომელშიც ნათქვამი იყო:X-ის ახალმა მფლობელმა ამ შეტყობინების ქვეშ მოკლედ დაწერა: „დიახ“.კანადის პარლამენტში 98 წლის იაროსლავ ჰუნკას მიწვევას იმ დღეს, როდესაც იქ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოდიოდა სიტყვით, ყურადღება პირველმა ოტავის უნივერსიტეტის პოლიტოლოგმა ივან კაჩანოვსკიმ მიაქცია. მეცნიერმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ ჰუნკა სინამდვილეში SS-ის დივიზია „გალიჩინის“ მებრძოლი იყო.როგორც კაჩანოვსკი წერდა, გამოცემა Forward იყო პირველი დასავლური მედიასაშუალება, რომელმაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სწორედ ამის შემდეგ აიტაცეს ჰუნკას ინციდენტი საერთაშორისო გამოცემებმა.ჰუნკას ინციდენტი22 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პარლამენტის თემთა პალატაში გამოვიდა სიტყვით, რის შემდეგაც სპიკერმა ენტონი როტამ დარბაზში მყოფ 98 წლის იაროსლავ ჰუნკას (უკრაინულად იაროსლავ გუნკო) მიმართა და მას უკრაინისა და კანადის გმირი უწოდა. როტამ მადლობა გადაუხადა მას სამსახურისთვის, ხოლო დამსწრეებმა ფეხზე ადგომით გაუმართეს ოვაციები.მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს იაროსლავ გუნკო ვაფენ SS-ის გრენადერთა დივიზია „გალიჩინაში" მსახურობდა. ეს იყო მოხალისეთა დანაყოფი, რომელიც ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისგან იყო დაკომპლექტებული და ნაცისტების მეთაურობით მოქმედებდა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტის სახელით საჯაროდ მოიხადა ბოდიში საპარლამენტო ღონისძიებაზე ყოფილი ნაცისტის მიწვევის გამო.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282407662_120:0:2851:2048_1920x0_80_0_0_06dd85ea3e6cde6cd5d9de1aeab5c81b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ილონ მასკი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ილონ მასკი
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელი მეწარმე ილონ მასკი ვარაუდობს, რომ კანადის პარლამენტში მომხდარი ინციდენტი SS-ელ იაროსლავ ჰუნკასთან დაკავშირებით, რომელსაც ოვაცია მოუწყვეს, საჯარო არ გახდებოდა, მას რომ სოციალური ქსელი Twitter არ შეეძინა.
ილონ მასკი დაეთანხმა X-ის (ყოფილი „ტვიტერი“) ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, რომელშიც ნათქვამი იყო:
„ასე მოეფინა ნათელი კანადელი ნაცისტის ამბავს. მეინსტრიმ მედიამ სცადა მისი იგნორირება. მეცნიერს რომ ეს ამ პლატფორმაზე არ ეთქვა, მსოფლიო ამის შესახებ ვერ შეიტყობდა, რადგან ტრიუდო შეეცადა ამ ამბიდან ყურადღება გადაეტანა და მომხდარს „რუსული დეზინფორმაცია“ უწოდა. დიდი ალბათობით, ძველი ტვიტერი მის ცენზურას მოახდენდა“.
X-ის ახალმა მფლობელმა ამ შეტყობინების ქვეშ მოკლედ დაწერა: „დიახ“.
კანადის პარლამენტში 98 წლის იაროსლავ ჰუნკას მიწვევას იმ დღეს, როდესაც იქ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოდიოდა სიტყვით, ყურადღება პირველმა ოტავის უნივერსიტეტის პოლიტოლოგმა ივან კაჩანოვსკიმ მიაქცია. მეცნიერმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ ჰუნკა სინამდვილეში SS-ის დივიზია „გალიჩინის“ მებრძოლი იყო.
როგორც კაჩანოვსკი წერდა, გამოცემა Forward იყო პირველი დასავლური მედიასაშუალება, რომელმაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სწორედ ამის შემდეგ აიტაცეს ჰუნკას ინციდენტი საერთაშორისო გამოცემებმა.
22 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პარლამენტის თემთა პალატაში გამოვიდა სიტყვით, რის შემდეგაც სპიკერმა ენტონი როტამ დარბაზში მყოფ 98 წლის იაროსლავ ჰუნკას (უკრაინულად იაროსლავ გუნკო) მიმართა და მას უკრაინისა და კანადის გმირი უწოდა. როტამ მადლობა გადაუხადა მას სამსახურისთვის, ხოლო დამსწრეებმა ფეხზე ადგომით გაუმართეს ოვაციები.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს იაროსლავ გუნკო ვაფენ SS-ის გრენადერთა დივიზია „გალიჩინაში" მსახურობდა. ეს იყო მოხალისეთა დანაყოფი, რომელიც ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისგან იყო დაკომპლექტებული და ნაცისტების მეთაურობით მოქმედებდა.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტის სახელით საჯაროდ მოიხადა ბოდიში საპარლამენტო ღონისძიებაზე ყოფილი ნაცისტის მიწვევის გამო.