https://sputnik-georgia.com/20230929/gorshi-shvilma-mama-mokla-282778288.html
გორში შვილმა მამა მოკლა
გორში შვილმა მამა მოკლა
Sputnik საქართველო
რა გახდა მამა-შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 29.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-29T11:41+0400
2023-09-29T11:41+0400
2023-10-26T15:34+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282979703_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_7f14cf166bfe40ce2f00cb52b214f970.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 67 წლის მამას სანადირო თოფით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე დამარხა. მოგვიანებით კი მამის დაკარგვის შესახებ პოლიციაში თავად განაცხადა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული „ცხელ კვალზე“ დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282979703_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_a7726f1bec52201fd6cd67488e23717b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
გორში შვილმა მამა მოკლა
11:41 29.09.2023 (განახლებულია: 15:34 26.10.2023) რა გახდა მამა-შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს,
ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 67 წლის მამას სანადირო თოფით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე დამარხა. მოგვიანებით კი მამის დაკარგვის შესახებ პოლიციაში თავად განაცხადა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული „ცხელ კვალზე“ დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.